fbpx
ტექნოლოგიები

ადამიანები “ტელეპორტირებას” 2030 წელს შეძლებენ — ცუკერბერგი

1 Mins read

ფეისბუქის თანადამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი დარწმუნებულია, რომ 2030 წლისთვის, კაცობრიობა, მაღალტექნოლოგიური განვითარების შედეგად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებს ვირტუალურ “ტელეპორტირებას”.

The Information-ის პოდკასტში ინტერვიუს დროს, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს ტექნოლოგიური რევოლუცია ელის. ადამიანებს შორის კავშირის დამყარება უფრო მარტივი გახდება, რაშიც დიდ როლს ვირტუალური და გაფართოებული რეალობა ითამაშებს.

მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანებთან ვირტუალური შეხვედრის შესაძლებლობას მარკი სოციალიზაციის “წმინდა გრაალს” უწოდებს. ადამიანები ვირტუალური შეხვედრების დროს ერთმანეთის სრულად შეგრძნებას შეძლებენ და ეს ყველაფერი ათასობით კილომეტრიანი დაშორების მიუხედავად.

ცუკერბერგის თქმით, დღეს მსგავსი შესაძლებლობებისთვის ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი გაჯეტები და ამისდა მიუხედავად, გვაქვს ვიდეოზარის განხორციელების შესაძლებლობა, რაც მხოლოდ ნაწილია იმ პოტენციალისა, რომელიც ციფრულ კომუნიკაციებში იმალება.

როგორც ფეისბუქის დამფუძნებელი აღნიშნავს, მსოფლიოს განმაცვიფრებელი რამ ელის, რაც ადამიანებს შორის უშუალო სიახლოვის შეგრძნებას შექმნის.

იგი მიიჩნევს, რომ ადამიანებს, “ტელეპორტაციისთვის” სპეციალური სათვალეები დასჭირდებათ, რომლებსაც უახლესი ტექნოლოგიების მხარდაჭერა ექნებათ. ამგვარად თქვენ ფაქტობრივად ტელეპორტირდებით ნებისმიერ თქვენთვის სასურველ წერტილში.

“მსგავსი ტექნოლოგიები ადამიანებს მეტ თავისუფლებას მისცემს და გაათავისუფლებს ზედმეტი და დამღლელი მგზავრობებისგან”, — აღნიშნავს მარკი.

უმსხვილესი სოც.ქსელის გენერალური დირექტორი აქვე ამატებს, რომ ეს ეკოლოგიაზეც იქონიებს დადებით გავლენას, რადგან ტრანსპორტით მუდმივი სარგებლობის აუცილებლობა შემცირდება.

დაკავშირებული სტატიები
ეკოლოგიატექნოლოგიები

2025 წელს, ბირთვულ ძრავზე მომუშავე პირველ გემს ვიხილავთ

1 Mins read
ზუსტად ოთხ წელიწადში, წყალში ჩაეშვება უნიკალური გემი, რომლის ბორტზე დიდ სფეროს დაინახავთ. გემის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ძრავი ბირთვულ საწვავზე იმუშავებს….
ტექნოლოგიები

Xiaomi-ს ახალი უსადენო დამტენი მოწყობილობებს რამდენიმე მეტრის რადიუსში დამუხტავს

1 Mins read
ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ახალი უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია, Mi Air Charge წარმოადგინა, რომელიც ტექნიკას რამდენიმე მეტრის რადიუსში დამუხტავს. კომპანიის განცხადებით, ახალ უსადენო დამტენს…
კომპანიებიტექნოლოგიები

ირანი, კრიპტოვალუტის მაინერების გამო ელ.ენერგიის გარეშე დარჩა

1 Mins read
ირანის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა კრიპტოვალუტის მაინერებს უკავშირდება. მაინერების გამო ჩაბნელდა ისეთი ქალაქები, როგორებიცაა თეირანი, მეშჰედი, თავრიზი…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.