ადამიანის ოფლი, როგორც ენერგიის წყარო — ახალი კვლევის შედეგები

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ტარებადი ელექტრონული მოწყობილობებისთვის ენერგიის ერთ-ერთ წყაროდ ოფლის გამოყენება სცადეს. მათ შექმნეს სპეციალური გაჯეტი და ფირფიტა, რომელიც ადამიანის ოფლს ენერგიის წყაროდ აქცევს.

მკვლევართა გათვლით, ოფლის ენერგიის წყაროდ გარდაქმნას უზრუნველყოფს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც 8 ელექტროქიმიური უჯრედისგან და სპეციალური ელექტროლიტული ფირისგან შედგება. მოწყობილობის ტესტირებამ აჩვენა, რომ მის მიერ შეგროვებული ენერგია საკმარისია შუქდიოდის გასანათებლად.

ექსპერიმენტის განმავლობაში მკვლევრები დამუხტვის მაჩვენებლის გაუმჯობესებას აპირებენ, რათა ამ გამოგონების სრული პოტენციალი წარმოაჩინონ.

რაც შეეხება სპეციალურ ფირს, იგი ტარებადი ელექტრონული მოწყობილობის პროცესორის გაგრილების ფუნქციასაც შეითავსებს. მკვლევართა მტკიცებით, იგი 6-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობს და 15-ჯერ უფრო მეტ ოფლს ითვისებს, ვიდრე დღეისთვის არსებული სხვა გამოგონებები.

ფირი კობალტის ქლორიდისგან და ეთანოლამინისგან შედგება. მკვლევრებმა აღნიშნული ფირი სპორტულ ფეხსაცმელში მოათავსეს. ოფლის ათვისებასთან ერთად ფირი ლურჯი ფერიდან წითელ ფერს იღებს, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რამდენი ოფლი იქცა ენერგიად.

წინა სტატია

2020 წელს მობილურ აპლიკაციებში მომხმარებლებმა $100 მილიარდი დახარჯეს

შემდეგი სტატია

ჩინეთში რობოტებმა იკამათეს — “თავი დრამის დედოფალი ნუ გგონია”

შეთავაზებული სტატიები

500 000 აქტიური მომხმარებელი და $30 მილიარდის ინვესტიცია — Starlink-ის სამომავლო გეგმები

გამოფენა MWC 2021-ზე გამოსვლისას, ილონ მასკმა Starlink-თან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მილიარდერის განცხადებით, დედამიწაზე 3,7 მილიარდ ადამიანს ჯერ…
გაიგე მეტი

2025 წელს, ბირთვულ ძრავზე მომუშავე პირველ გემს ვიხილავთ

ზუსტად ოთხ წელიწადში, წყალში ჩაეშვება უნიკალური გემი, რომლის ბორტზე დიდ სფეროს დაინახავთ. გემის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
1
გაზიარება