ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსი ლაბორატორიის პირობებში შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა მელბურნიდან ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავიური ლაბორატორიულ პირობებში შექმნეს.

გამოცემა Reuters-ის თქმით შექმნილი ვირუსის ნიმუში კორონავირუსთან ბრძოლის და მისი მკურნალობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.

ავსტრალიელი მეცნიერები ვირუსის ასლს შემდგომი ცდებისთვის სხვა ლაბორატორიებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გაუზიარებენ.

„ეს მნიშვნელოვანი გარღვევაა, რადგან ნიმუში მსოფლიოში კორონავირუსის ზუსტი გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის შესაძლებლობას მოგვცემს“— აცხადებს დოქტორი ჯულიან დრიუსი.

სტატიის დაწერის მომენტისთვის ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ასე გამოიყრება: 7, 783 ინფიცირების შემთხვევა საიდანაც 170 ადამიანი გარდაიცვალა და 133 განიკურნა.

რესპირატორული დაავადებების ექსპერტთა ნაწილის აზრით ვირუსის გავრცელება პიკს 10 დღეში მიაღწევს.

კორონავირუსი 2019-nCoV-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ჩინეთის ქ.ვუჰანში 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა.

აზიის ქვეყნების გარდა ვირუსი უკვე ოფიციალურად დაფიქსირდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, გერმანია, კანადა, საფრანგეთი, ჩეხეთი, ფინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ჩინეთში ქ.ვუჰანისა და ჰუბეის პროვინციის იზოლაციის შემდეგ კარანტინის ქვეშ 50 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

რა ვიცით ახალი ვირუსის შესახებ: ბოლო მონაცემები

Next Post

ილონ მასკი ტვინის ჩიპის გამოშვებას წლის ბოლომდე გეგმავს

Related Posts

რა ვიცით ახალი ვირუსის შესახებ: ბოლო მონაცემები

ჩინური კორონავირუსის, იგივე ვუჰანის გრიპის მსხვერპლთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით ამჟამად დაინფიცირების  440-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის…
გაიგე მეტი

გამოვიდა Windows 10 1903-ის დაგროვებითი განახლება (18362.329)

რამდენიმე ინსაიდერული ანაწყობის შემდეგ Microsoft-მა Windows 10-ის სტაბილური May 2019 Update (1903)-სთვის განკუთვნილი განახლება გამოუშვა. შესწორებების და გაუმჯობესებების…
გაიგე მეტი

აშშ-ის მთავრობა Huawei-სთან თანამშრომლობაზე აკრძალვის მოხსნისთვის ემზადება

აშშ-ის მთავრობა უახლოეს მომავალში ამერიკულ კომპანიებს  Huawei-სთან თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. რას ნიშნავს ეს? შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ…
გაიგე მეტი
Total
0
Share