fbpx
ოპერაციული სისტემები

ასე გამოიყურება ამოცანათა პანელი Windows 10 21H2 (Sun Valley) განახლების შემდეგ

1 Mins read

მაიკროსოფტი უკვე დიდიხანია, რაც Windows 10-ის ვიზუალური ნაწილის ოპტიმიზაციას ცდილობს. ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, პირველი განახლებული ვიზუალური ელემენტები უკვე გამოჩნდა Windows 10-ის უახლეს სატესტო ვერსიებში. “მცურავი” ფანჯრების მომრგვალებული კუთხეები ერთ-ერთია იმ ცვლილებათაგან, რასაც მაიკროსოფტი მომდევნო მასშტაბური სისტემური განახლებისთვის ამზადებს.

Image

კომპანიის უმთავრესი ამოცანა ამჯერად მდგომარეობს იმაში, რომ მოიშოროს მასში არსებული მოძველებული ვიზუალური ელემენტები და ჩაანაცვლოს ისინი ახლით.

ეს და სხვა ფუნქციური თუ ვიზუალური ცვლილებები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება Windows 10 21H2 (Sun Valley) მასშტაბური განახლების გამოსვლასთან ერთად. მანამდე კი ცვლილებების შეფასების შესაძლებლობა მხოლოდ Windows Insider პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ Windows 10 1909 ვერსიიდან მოყოლებული, ყველა შემდგომი ვერსიისთვის სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება ახალი ფუნქცია, რომელსაც კომპანიაში News and Interests დაარქვეს. ეს არის ამოცანათა პანელის ახალი შესაძლებლობა, რომლითაც შეგიძლიათ შექმნათ პერსონალიზირებული საინფორმაციო დაფა, რომელიც სწრაფად მოგაწვდით ინფორმაციას ახალი ამბების, ამინდის, საფონდო ბირჟებისა თუ კურსის ცვალებადობის შესახებ.

დაკავშირებული სტატიები
ოპერაციული სისტემები

განახლება MacOS Big Sur-მა შესაძლოა პირადი მონაცემები წაგიშალოთ და მყარი დისკი დააზიანოს

1 Mins read
ოპერაციული სისტემა MacOS-ის მსხვილი განახლება, სახელწოდებით Big Sur 2020 წლის ნოემბერში გამოვიდა. იმ მომენტიდან სისტემამ 11.1 და 11.2 განახლება მიიღო. ამჟამად ხელმისაწვდომია…
აპლიკაციებიოპერაციული სისტემები

Microsoft Edge-ში ისტორიის და გახსნილი ჩანართების სინქრონიზაცია გამოჩნდა

1 Mins read
ბრაუზერი Microsoft Edge-ის ბოლო განახლებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია — Android, Windows-სა და macOS-ს შორის ისტორიის და ჩანართების (ტაბების) სინქრონიზაცია გამოჩნდა. აქამდე Chromium-ის ძრავზე…
ოპერაციული სისტემები

HarmonyOS — ყველაფერი Huawei-ს ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ

1 Mins read
ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ჩინურმა კომპანია Huawei-მ, Google-ის სერვისებთან წვდომა 2019 წლის 16 მაისს სრულად დაკარგა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული თარიღის…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.