ახალ Qualcomm Snapdragon 865-ს 200 მპ-მდე კამერის მხარდაჭერა ექნება

კომპანია Qualcomm-მა 4 დეკემბერს ახალი Snapdragon 865 და 765 პროცესორები წარმოადგინა და მათ ძირითად უპირატესობებზე ისაუბრა.

ახალი პროცესორი Snapdragon 855-ის მსგავსად 7-ნანომეტრიანი ტექპროცესით არის შექმნილი და 8 ბირთვისგან შედგება. ოთხი მაღალი წარმადობის მქონე Cortex-A77 ბირთვი მაქსიმალურ, 2.84 გჰც-ზე და ერთი 2,4 გჰც სიხშირეზე ხოლო დანარჩენი ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი 1.8 გჰც სიხშირეზე იმუშავებს.

Snapdragon 865 პროცესორის არქიტექტურა Kryo 485-დან უახლეს Kryo 585-მდე განახლდა რაც ნიშნავს იმას, რომ Qualcomm Snapdragon 855 Plus-თან შედარებით ახალ პროცესორს დაახლოებით 15%-18%-ით უფრო მაღალი წარმადობა ექნება. სავარაუდოდ აღნიშნული მაჩვენებელი საბოლოო პროდუქტის გამოშვებისას კიდევ უფრო გაიზრდება.

Snapdragon 865 ასევე მიღებს X55 5G მოდემს, რომელიც არ იქნება ჩაშენებული პროცესორში და ცალკე იწარმოება.

რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორს, მის ადგილს სავარაუდოდ Adreno 650 დაიკავებს და ასეთი სახით გრაფიკული ამოცანების შესრულებისას იგი Adreno 640-ზე 25%-ით მძლავრი იქნება.

ახალი პროცესორი განახლებულ მე-5 თაობის AI Engine-საც მიიღებს, რომლის გამოთვლითი სიმძლავრე 15TOPs-ს აღწევს. Snapdragon 855 ასევე გამოსახულების დამუშავების ახალ ჩიპს, Spectra 480 ISP-ს მიიღებს, რომელსაც 200 მპ-მდე გაფართოების მქონე სურათებთან მუშაობა 2 გბიტ/წმ სიჩქარით შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბაზარზე არსებულ სმარტფონებში კამერის მაქსიმალური გაფართოება 108 მპ-ს შეადგენს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

პაბლო ესკობარის ძმამ $350-იანი საკეცი სმარტფონი გამოუშვა

Next Post

ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები მკვეთრად შემცირდა

Related Posts

Microsoft-ი Project xCloud-ის საჯარო ტესტირებას სამ ქვეყანაში იწყებს

შოუ Inside Xbox-ის დროს Microsoft-ის წარმომადგენლებმა ოქტომბრის თვიდან სმარტფონებზე Project xCloud-ის საჯარო ტესტირების დაწყება დააანონსეს. ვინაიდან პროექტი ამჟამად…
გაიგე მეტი

Huawei-მ ეკრანისა და უკანა მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდი დააპატენტა.

Huawei-მ მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდსა და საჭირო მოწყობილობასთან დაკავშირებით, პატენტის განაცხადი 2019 წლის 20 ივნისს CNIPA– ში (ჩინეთის…
გაიგე მეტი

2025 წელს, ბირთვულ ძრავზე მომუშავე პირველ გემს ვიხილავთ

ზუსტად ოთხ წელიწადში, წყალში ჩაეშვება უნიკალური გემი, რომლის ბორტზე დიდ სფეროს დაინახავთ. გემის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი…
გაიგე მეტი
Total
0
Share