გამოვიდა Xiaomi Mi 11 — პირველი ანდროიდ სმარტფონი Snapdragon 888-ზე

Xiaomi Mi 11-ის ფასი ჩინეთში 3999 იუანიდან იწყება, ხოლო გლობალური გაყიდვების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დღეს, ჩინეთში Xiaomi Mi 11-ისა და MIUI 12.5-ის პრეზენტაცია გაიმართა. Mi 11 პირველი ანდროიდ ფლაგმანია მსოფლიოში, რომელიც Qualcomm-ის უახლეს ჩიპსეტზე, Snapdragon 888-ზე იმუშავებს.

კომპანიამ პრეზენტაციის ფარგლებში Mi 11-ის მხოლოდ საბაზისო მოდელი გვაჩვენა, ხოლო Mi 11 Pro-ს გამოსვლას, ჭორების თანახმად, მომდევნო წელს უნდა ველოდოთ.

პირველი შეხედვით, მარტივად შესამჩნევია უახლესი ფლაგმანის მომრგვალებული წიბოების მქონე დიზაინი — სმარტფონი Mi 10-სთან შედარებით უფრო კომპაქტური და მსუბუქი გამოვიდა.

მაშ ასე, Xiaomi Mi 11-ის ტექნიკური მახასიათებლებია:

  • ჩიპსეტი: 5 ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon 888 ჩაშენებული 5G ქსელის მხარდაჭერით.
  • მეხსიერება (LPDDR5 და UFS 3.1): 8 გბ (RAM) + 128 გბ; 8 გბ + 256 გბ; 12 გბ + 256 გბ. ფლაგმანს არ აქვს microSD ბარათის მხარდაჭერა.
  • ეკრანი: 6.81-დიუმიანი AMOLED 20:9 თანაფარდობით და 3200×1440 პიქსელზე გაფართოებით, რომლის კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცს აღწევს (სენსორის აღქმის სიხშირე — 480 ჰერცი), HDR10+ და MEMC-ის მხარდაჭერა.
  • ძირითადი კამერა — სამმაგი:
    • მთავარი მოდული (ფართოკუთხოვანი): 108 მპ + 7P ობიექტივი, დიაფრაგმით 1,85, PDAF.
    • ფართოკუთხოვანი: 13 მპ-იანი სენსორი, დიაფრაგმა — 2,4 და 123-გრადუსიანი ხედვის კუთხით.
    • მაკრო: 5 მპ-იანი სენსორი 2,4-იანი დიაფრაგმით.
    • ვიდეოგადაღება: 8K@24/30fps, 4K@30/60fps, 1080p@30/60/120/240/480fps
  • წინა კამერა — 20 მპ; 3,4-იანი დიაფრაგმით.
  • ელემენტი: 4600 მილიამპერი/სთ, 55 ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით (100% მიიღწევა 45 წუთში), უსადენო 50 ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა (100% მიიღწევა 53 წუთში).
  • კორპუსის მასალა: ალუმინის ჩარჩო, ეკრანი დაცულია Gorilla Glass Victus მინით, ხოლო უკანა მხარეს შესრულებულია Gorilla Glass მინით ან ტყავის ტექსტურით.
  • ზომა და წონა: 164,3x 74,6 x 8,1 მმ (მინისებრი ვერსია)/8,6 მმ (ტყავის ვერსია) — წონა 196 გრ./194 გრ.
  • ოპერაციული სისტემა: MIUI 12 (Android 11)
  • სხვა მახასიათებლები: ეკრანქვეშა თითის ანაბეჭდის სენსორი და პულსომეტრი, Harman Kardon-ის აუდიოსისტემა, 24-ბიტიანი ხმის მხარდაჭერა 192 კჰც სიხშირით, Wi-Fi 6/6E, Bluetooth 5.2 (A2DP, LE, aptX HD, aptX Adaptive), GPS, NFC, ინფრაწითელი პორტი და USB Type-C 2.0.

როგორც ვვარაუდობდით, Xiaomi Mi 11 დამტენის ადაპტერის გარეშე გაიყიდება. გარდა ამისა, Xiaomi-მ Mi 11-ისთვის სპეციალური აქსესუარებიც წარმოადგინა. გარდა ამისა, კომპანია Mi 11-ის მფლობელებს დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ Mi Care მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ეკრანის ორჯერადი უფასო შეცვლის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

სმარტფონის გლობალური გაყიდვების შესახებ ინფორმაცია მომდევნო თვეში გახდება ცნობილი.

Total
0
Shares
Previous Post

Huawei-მ ეკრანისა და უკანა მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდი დააპატენტა.

Next Post

მაიკროსოფტი Windows 10 X-ში Modern Standby რეჟიმს ამატებს — რას ნიშნავს ეს

Related Posts

Honor სმარტფონებზე Google Play სერვისები დაბრუნდება

Honor დიდი ხნის განმალობაში Huawei-ს სმარტფონების შვილობილ ბრენდად რჩებოდა, თუმცა 2020 წლის ბოლოს ამ ორი კომპანიის გზები საბოლოოდ…
გაიგე მეტი

Huawei P50-ზე, შესაძლოა, 200X ბინოკულარული ზუმის მქონე კამერა ვიხილოთ

P30 Pro სერიის გამოშვებასთან ერთად, Periscope Zoom ტექნოლოგიის დანერგვით, ჰუავეიმ სრულიად გაარღვია სმარტფონების კამერის მასშტაბირების შესაძლებლობების ბარიერი. Huawei…
გაიგე მეტი

გუგლმა Pixel 5 და 4a 5G-ის ფართოკუთხოვანი კამერისთვის ასტროფოტოგრაფიის შესაძლებლობა შეზღუდა

კომპანია Google-მა ნოემბერში Google Camera 8.1 გამოუშვა და როგორც აღმოჩნდა, მასში საკმაოდ კარგი ფუნქცია წაშალა. განახლების შემდეგ Pixel…
გაიგე მეტი
Total
0
Share