განახლება MacOS Big Sur-მა შესაძლოა პირადი მონაცემები წაგიშალოთ და მყარი დისკი დააზიანოს

ოპერაციული სისტემა MacOS-ის მსხვილი განახლება, სახელწოდებით Big Sur 2020 წლის ნოემბერში გამოვიდა. იმ მომენტიდან სისტემამ 11.1 და 11.2 განახლება მიიღო. ამჟამად ხელმისაწვდომია მისი 11.3 ბეტა ვერსია, რომელსაც ახალი პრობლემები დაემატა. განახლების დროს — განახლების დროს, სისტემამ, შესაძლოა შეგატყობინოთ, რომ კომპიუტერში არ მოიძებნა ჩატვირთვის დისკი.

Apple-ის ოფიციალურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ განახლებისთვის მოწყობილობაზე 35,5 გბ მოცულობის თავისუფალი სივრცეა საჭირო, თუმცა განახლების დაყენება შესაძლებელია მაშინაც კი, როცა კომპიუტერზე არასაკმარისი სივრცეა ხელმისაწვდომი. თუ განახლების ინსტალაციას დაიწყებთ თავისუფალი მეხსიერების არასაკმარისი სივრცის პირობებში, მაშინ დიდი ალბათობით თქვენ დაკარგავთ პირად მონაცემებს, დააზიანებთ მყარ დისკს და ვეღარ ჩართავთ კომპიუტერს.

Обновление MacOS Big Sur может удалить все данные и повредить жёсткий диск

აღნიშნული ხარვეზი 11.2 და 11.3 ბეტა ვერსიებში შეინიშნება. კომპიუტერის მუშაობის აღსადგენად კი მეორე Mac კომპიუტერი დაგჭირდებათ, ხოლო თუ დაზიანებულ კომპიუტერზე FileVault მექანიზმი იყო გააქტიურებული — მონაცემების აღდგენა უფრო რთული გახდება.

ამის თავიდან ასაცილებლად დარწმუნდით, რომ საინსტალაციო პაკეტის გადმოწერის შედეგად, თქვენს კომპიუტერზე ხელმისაწვდომი თავისუფალი სივრცე მინიმუმ 35,5 გბ-ს შეადგენს.

კომპანია Apple, აღნიშნულ შეცდომასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს.

Total
0
Shares
Previous Post

ჰაკერებმა წყლის ფილტრაციის სისტემა გატეხეს და ფლორიდაში, 15 000 ადამიანის მოწამვლა სცადეს

Next Post

Reddit განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

Related Posts

Google-მა Xiaomi-ს, Samsung-ის, LG-ს და Huawei-ს Android სმარტფონებში კრიტიკული მოწყვლადობა აღმოაჩინა

კომპანია Google-ის Project Zero-ს სპეციალისტებმა Android-ში უსაფრთხოების პრობლემა აღმოაჩინეს. დეტალები აღნიშნული მოწყვლადობა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში აღმოფხვრეს,…
გაიგე მეტი

Huawei-მ Google-ის სერვისების საკუთარი ალტერნატივის ტესტირება დაიწყო

რამდენიმე დღის წინ კომპანია Huawei-მ Google-ის სერვისების საკუთარი ანალოგი— Huawei Mobile Services (HMS) წარმოადგინა. Huawei-ს Google-ის სერვისების ანალოგზე…
გაიგე მეტი

Windows Core OS ქსელში კიდევ ერთხელ შეამჩნიეს

ინფორმაცია Windows Core OS-ის შესახებ ქსელში უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდება. ჭორების თანახმად Microsoft-ის ახალი ოპერაციული სისტემა ორი…
გაიგე მეტი
Total
0
Share