გუგლი, Chromium-ის ძრავზე მომუშავე სხვა ბრაუზერებს საკუთარ სერვისებს უთიშავს

გუგლის განცხადებით, Chromium-ის ძრავზე მომუშავე ალტერნატიული ბრაუზერები კომპანიის ინფრასტრუქტურას და Chrome Sync სერვისს კომპანიის თანხმობის გარეშე იყენებენ. Chrome Sync შენახული ბმულების, ბრაუზერის ისტორიის, ჩანართებისა და პაროლების სინქრონიზაციას უზრუნველყოფს. გუგლმა საკუთარი რესურსების არაკეთილსინდისიერ გამოყენებას ბოლოს ჩატარებული აუდიტის დროს მიაგნო.

ამ საკითხის მოსაგვარებლად, გუგლი Chromium-ის ძრავში API ინტერფეისების შეზღუდვას გეგმავს — 2021 წლის 15 მარტიდან ზემოაღნიშნულ ფუნქციებს Chrome-ის გარდა ვერცერთი სხვა ალტერნატიული Chromium ბრაუზერი ვეღარ გამოიყენებს.

Chrome Sync-თან ერთად, შეზღუდვის შედეგად, Chromium-ის API-ში ჩაშენებული ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა ორთოგრაფიის შემოწმება, კონტაქტები, თარგნმა და ა.შ. ალტერნატიულ ბრაუზერებში აღარ იმუშავებს.

კომპანიამ არ დაასახელა, რომელი ბრაუზერები იყენებდნენ Google-ის რესურსებს საკუთარი მონაცემებს შესანახად. შეგახსენებთ, რომ Chromium-ის ძრავზე დღეს მუშაობენ ისეთი ბრაუზერები, როგორებიცაა Microsoft Edge, Opera, Brave, Torch და სხვები.

Total
0
Shares
Previous Post

2030 წლისთვის, კიბერუსაფრთხოებას მეტწილად ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს — კვლევა

Next Post

ეკრანქვეშა თითის ანაბეჭდის სკანერი და დასაკეცი ეკრანი — iPhone-ის სამომავლო გეგმები

Related Posts

Click to Call — კომპიუტერიდან ტელეფონით ზარის განხორციელების ფუნქცია Google Chrome-ში იტესტება

Google Chrome-ის დეველოპერებმა რამდენიმე ხნის წინ ბრაუზერში სმარტფონზე ბმულების გაგზავნის ფუნქცია დაამატეს. ამჟამად ანალოგიური შესაძლებლობა სატელელფონო ნომრებისთვისაც იტესტება.…
გაიგე მეტი

ილონ მასკის ეფექტი — სოც.ქსელი Clubhouse რეკოდრულად პოპულარული ხდება

მას შემდეგ, რაც ილონ მასკი სოციალურ ქსელ Clubhouse-ს შეუერთდა და აუდიოინტერვიუ ჩაწერა, პლატფორმის პოპულარობამ მკვეთრად იმატა. ანალიტიკური კომპანია…
გაიგე მეტი

Huawei რუკების საკუთარ სერვისს უშვებს

Huawei Technologies Co.-მ საკუთარი კარტოგრაფიული სერვისის— Map Kit-ის ჩაშვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. კომპანია მომხმარებლებს Map Kit-ის ლოკალურ…
გაიგე მეტი
Total
0
Share