გუგლმა Pixel 5 და 4a 5G-ის ფართოკუთხოვანი კამერისთვის ასტროფოტოგრაფიის შესაძლებლობა შეზღუდა

კომპანია Google-მა ნოემბერში Google Camera 8.1 გამოუშვა და როგორც აღმოჩნდა, მასში საკმაოდ კარგი ფუნქცია წაშალა.

განახლების შემდეგ Pixel 5-ის და Pixel 4a 5G-ის მფლობელებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი ფართოკუთხოვანი მოდულის გამოყენებით ასტროფოტოგრაფიის ფუნქციით ვეღარ სარგებლობენ. შესაძლოა, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც აღიარა, რომ ფართოკუთხოვანი მოდული ხარისხით ძირითად სენსორს ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ ძირითადი, 12.2 მპ-იანი კამერის მოდულით ასტროფოტოგრაფიის ფუნქცია კვლავ ხელმისაწვდომია.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ასტროფოტოგრაფიის ფუნქცია Pixel 4-სა და Pixel 4 XL-ზე იყო ხელმისაწვდომი. იგი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შთამბეჭდავი სურათის გადაღების საშუალებას გაძლევთ. ასეთი სურათის გადაღებისას აუცილებელია სმარტფონი უმოძრაო მდგომარეობაში იყოს, რისთვისაც სპეციალური სადგამი დაგჭირდებათ.

Total
0
Shares
Previous Post

ტელესკოპი ჰაბლის მიერ, 2020 წელს გადაღებული შთამბეჭდავი 10 სურათი კოსმოსიდან

Next Post

HarmonyOS — ყველაფერი Huawei-ს ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ

Related Posts

Huawei-მ Mate 30/Mate 30 Pro-ზე სისტემის ჩამტვირთველი (bootloader) განბლოკა

კომპანია Huawei-მ აშშ-ს სანქციების პირობებში ახალი ფლაგმანების მიმართ ინტერესის გაზრდის კიდევ ერთ ხერხს მიმართა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მთავრობის…
გაიგე მეტი

პაბლო ესკობარის ძმამ $350-იანი საკეცი სმარტფონი გამოუშვა

კოლუმბიელი ნარკობარონის ნათესავი, რობერტო ესკობარი Android-ზე მომუშავე საკეც სმარტფონს, Escobar Fold 1-ს უშვებს. ცნობილი კრიმინალის და ნარკორეალიზატორის ნათესავი…
გაიგე მეტი

Huawei, სმარტფონების ბიზნესის გაყიდვას განიხილავს

გასულ წელს, Huawei-მ საკუთარი შვილობილი ბრენდი, Honor კონსორციუმ Shenzhen Zhixin New Information Co. Ltd.-ს მიყიდა. გავრცელებული ჭორების თანახმად,…
გაიგე მეტი
Total
0
Share