დღეს, PayPal-ზე კრიპტოვალუტებით გადახდა გააქტიურდა

ჩვენ უკვე ვიცით, რომ PayPal კრიპტოვალუტებით გადახდების მხარდაჭერას გეგმავდა. ცოტა ხნის წინ, ონლაინ გადახდების აპლიკაციამ გამოაცხადა, რომ აშშ-ს მომხმარებლებს “Checkout with Crypto” სერვისით სარგებლობა დღეიდან შეეძლებათ.

გასული წლის ნოემბერში აშშ–ს მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტის შეძენისა და გაყიდვის შესაძლებლობის გაჩენის შემდეგ, PayPal–ის ახალი სერვისი „Checkout with Crypto” მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მყისიერად დააკონვერტირონ Bitcoin, Ethereum, Litecoin ან Bitcoin Cash აშშ დოლარში (დამატებითი საკომისიოების გარეშე) რომელსაც PayPal იყენებს ტრანზაქციების შესასრულებლად. თუ მერჩანტი არ იღებს აშშ დოლარს, იგი გარდაიქმნება ადგილობრივ ვალუტაში PayPal-ის მიერ დადგენილი, სტანდარტული კონვერტაციის კურსით.

ეს ფუნქცია ავტომატურად გამოჩნდება PayPal საფულეში, თუ მომხმარებელს აქვს “კრიპტოვალუტის საკმარისი ბალანსი შესყიდვის დასაფარავად”. თითოეული შესყიდვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ტიპის კრიპტოვალუტა.

PAYPAL ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲐᲒᲐᲓᲐᲮᲓᲝ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲗᲐᲕᲐᲖᲝᲑᲗ ᲙᲠᲘᲞᲢᲝᲕᲐᲚᲣᲢᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐᲡ

PayPal არ არის პირველი გადახდის აპლიკაცია, რომელიც გთავაზობთ კრიპტოვალუტის მხარდაჭერას. 2018 წელს მისმა კონკურენტმა, Square-მა, დაიწყო Bitcoin–ის მხარდაჭერა Cash App–ზე. მაგრამ კრიპტოვალუტის გადახდის ფორმად გაშვება, PayPal-ს აქცევს როგორც მთავარ ციფრულ საფულედ, ისე უმსხვილეს კრიპტოვალუტის გამცვლელად, რამაც შეიძლება კრიპტოვალუტის გამოყენება გაამარტივოს. გასულ კვირას, Investor Day-ის ფარგლებში კომპანიამ განაცხადა, რომ მათ უკვე აქვთ 377 მილიონი აქტიური ანგარიში.

Total
0
Shares
Previous Post

ProductTank: პროდუქტების მენეჯმენტი, როგორც პროფესია

Next Post

ონლაინ კონფერენცია WWDC21-ის თარიღი ცნობილია

Related Posts

Google Meet-ის ულიმიტო გამოყენების შესაძლებლობა 30 ივნისამდე გახანგრძლივდა

გასული წლის გაზაფხულზე, როცა COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ძალებს იკრებდა, გუგლმა საკუთარი ვიდეოზარების სერვისის, Google Meet-ის ფასიანი შესაძლებლობები ყველა…
გაიგე მეტი

Google Maps-ს „ინკოგნიტო“ რეჟიმი დაემატა

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ Google Maps-ისთვის ახალი „ინკოგნიტო“ რეჟიმის ტესტირება დაიწყო. დღეს აღნიშნული სიახლე ოფიციალურად დაანონსდა. სიახლე…
გაიგე მეტი

Microsoft Edge-ში ისტორიის და გახსნილი ჩანართების სინქრონიზაცია გამოჩნდა

ბრაუზერი Microsoft Edge-ის ბოლო განახლებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია — Android, Windows-სა და macOS-ს შორის ისტორიის და ჩანართების (ტაბების) სინქრონიზაცია…
გაიგე მეტი
Total
0
Share