fbpx
მედიცინა

ებოლას ახალი შემთხვევები გვინეასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა

1 Mins read

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ბუტემბოში ებოლას ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ქალაქ ბუტემბოში 350 000-ზე მეტი მოსახლეა. ამ ქალაქში, 2018— 2020 წლებში ებოლას ვირუსმა 2 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გასული კვირის ბოლოს კი გავრცელდა ცნობები, რომ ებოლას ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გვინეის სამხრეთ ნაწილში, ქ.ნზერეკორედან 3500 კილომეტრში გამოვლინდა. მათ შორის ვირუსი დაუდგინდა ადამიანს, რომელიც 2 მილიონიან ქალაქში, კონაკრიში იყო ნამყოფი. ახალი შემთხვევები გვინეის დედაქალაქშიც დაფიქსირდა. შაბათ-კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები 8-მდე გაიზარდა.

გვინეაში დაავადების გავრცელება ექთნის დაკრძალვის ცერემონიას უკავშირდება. დაკრძალვასთან დაკავშირებული ადგილობრივი ტრადიციები ვირუსის გავრცელებას მხოლოდ ხელს უწყობს.

ვირუსის გავრცელების ორი, ერთმანეთისდგან დამოუკიდებელი კერა საგანგაშოდ მიიჩნევა. ამჟამად უცნობია, ვირუსის ხელახალი გავრცელების მიზეზი. აღსანიშნავია, რომ ებოლას ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-დან 60%-მდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ მიკრობიოლოგი ჟან-ჟაკ მუემბე-ტამფუმის აზრით, რომელმაც ებოლას ვირუსი პირველმა აღმოაჩინა, აღნიშნავს, რომ კაცობრიობას წინ კიდევ ერთი სასიკვდილო ვირუსი ელოდება, რომელსაც ჯერ-ჯერობით “X დაავადებას” უწოდებენ.

დაკავშირებული სტატიები
მედიცინა

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია COVID-19–ის პირობებში

1 Mins read
დღევანდელ რეალობაში უამრავი გამოწვევის წინაშე დავდექით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ არაერთი პრობლემა შეგვიქმნა, ამასთანავე ბევრი  თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, რომლის გამოყენებაც პროდუქტიულად უნდა…
მედიცინა

2020 წელს, სიკვდილის მიზეზებს შორის, COVID-19-მა მე-4 ადგილი დაიკავა

1 Mins read
2020 წლის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის, COVID-19-მა მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-20 სიკვდილის ფაქტი ახალ კორონავირუსს…
მედიცინა

მეცნიერები, COVID-19-ის წინააღმდეგ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ

1 Mins read
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკლევრებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც კორონავირუსის მუტაციის საფრთხეს შეამცირებს და ვაქცინის შემუშავების პროცესს დააჩქარებს. კვლევის შედეგები 5 თებერვალს, Nature…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.