ეკრანქვეშა თითის ანაბეჭდის სკანერი და დასაკეცი ეკრანი — iPhone-ის სამომავლო გეგმები

კომპანია ეფლი, iPhone-ების მომდევნო მოდელებში მოსალოდნელ სიახლეებს შემოგვთავაზებს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Bloomberg-ის რედაქტორი, მარკ გურმანი გვიყვება.

წყაროს ინფორმაციით, ეფლი უკვე მუშაობს ახალ iPhone-ზე, რომელიც დასაკეცი ეკრანით იქნება აღჭურვილი. ამჟამად, შიდა ტესტირებისთვის კომპანია ახალი დასაკეცი აიფონის ერთდროულად რამდენიმე პროტოტიპზე მუშაობს. თუმცა ტესტირების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია მსგავს მოწყობილობას აუცილებლად გამოუშვებს — ყველაფერი დამოკიდებულია შედეგებსა და ბაზრის მზადყოფნაზე მიიღოს ახალი ტიპის აიფონი.

რაც შეეხება 2021 წლის სიახლეებს, გურმანი ამტკიცებს, რომ ეფლმა შესაძლოა წარმოადგინოს არა iPhone 13, არამედ iPhone 12S. ახალ სმარტფონში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არაა — ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, შესაძლოა შეეხოს ეკრანის ქვეშ დამალულ თითის ანაბეჭდის სკანერს, რომელიც Face ID-ის ალტერნატივის სახით იქნება წარმოდგენილი.

თითის ანაბეჭდის სკანერის საჭიროება კომპანიამ მას შემდეგ დაინახა, რაც პირბადის გამო iPhone-ის სახის ბიომეტრიული გამოსახულებით განბლოკვა მოუხერხებელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მარკ გურმანმა პირველმა გვაჩვენა iPhone 12-ის ნამდვილი რენდერი, მის ანონსამდე დიდი ხნით ადრე.

Total
0
Shares
Previous Post

გუგლი, Chromium-ის ძრავზე მომუშავე სხვა ბრაუზერებს საკუთარ სერვისებს უთიშავს

Next Post

Honor სმარტფონებზე Google Play სერვისები დაბრუნდება

Related Posts

Huawei, სმარტფონების ბიზნესის გაყიდვას განიხილავს

გასულ წელს, Huawei-მ საკუთარი შვილობილი ბრენდი, Honor კონსორციუმ Shenzhen Zhixin New Information Co. Ltd.-ს მიყიდა. გავრცელებული ჭორების თანახმად,…
გაიგე მეტი

Huawei-მ ტელეფონის ხმით განბლოკვისთვის აკუსტიკური ამოცნობის ტექნოლოგია დააპატენტა

2019 წლის 24 ივლისს, Huawei–მ და Duke Kunshan University–მა ერთობლივად შეიტანეს განაცხადი ახალი პატენტის, Voiceprint-ის (ხმის ამოცნობის ტექნოლოგია)…
გაიგე მეტი

Xiaomi-მ უჩვეულო სმარტფონი Mi Mix Alpha წარმოადგინა

კომპანია Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა, ლეი ცზუნმა ჩინეთში გამართულ პრეზენტაციაზე Mi Mix ხაზის ახალი ფლაგმანი, Alpha წარმოადგინა. კომპანია ირწმუნება,…
გაიგე მეტი
Total
0
Share