fbpx
კრიპტოვალუტა

ეს პოპულარული მიმი $500,000-ად გაიყიდა

1 Mins read

ინტერნეტ სივრცეში, დიდი თანხის სანაცვლოდ, კიდევ ერთი მიმი, ცნობილი სახელით “Disaster Girl” გაიყიდა. ფოტო 2005 წელს, ზოი როთის მამამ მაშინ გადაუღო, როდესაც გოგონამ ცეცხლმოკიდებული სახლის ფონზე ფოტოაპარატთან გაიღიმა. ორიგინალი მიმის ასლი როგორც NFT, 180 ეთერიუმად გაიყიდა, რაც თითქმის $500,000-ია.

რა არის NFT?

NFT ინგლისურად იშიფრება როგორც “non-fungible token” რაც ნიშნავს, რომ ის უნიკალურია და სხვა რამით ვერასდროს ჩანაცვლდება. მაგალითად, ბიტკოინი არის ცვლადი პროდუქტი, თქვენ შეგიძლიათ ის გადაცვალოთ სხვა კრიპტოვალუტაში და ამით არაფერი შეიცვლება, თქვენ ისევ იგივე ღირებულების მქონე პროდუქტს მიიღებთ.
NFT ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია. ეთერიუმი ისეთივე კრიპტოვალუტაა, როგორიც ბიტკოინი, თუმცა მის ბლოკჩეინს NFT-ის მხარდაჭერა აქვს.
NFT საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ და გაყიდოთ უნიკალური ციფრული ნივთების საკუთრება და აკონტროლოთ თუ ვინ ფლობს მათ ბლოკჩეინის გამოყენებით. NFT ტექნიკურად მოიცავს ნებისმიერ ციფრულ პროდუქტს, იქნება ეს ნახატები, ანიმაციური GIF-ები, სიმღერები თუ ვიდეო თამაშები. ბლოკჩეინი ადევნებს თვალყურს იმას, თუ ვინ ფლობს ფაილს.

როთმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფულს გამოიყენებს სტუდენტური სესხების დასაფარად და ქველმოქმედებისთვის. მიმი მყიდველი დუბაიში დაფუძნებული მუსიკალური სტუდია 3F Music-ია.

აღსანიშნავია, რომ ზოი არ არის პირველი მიმი ვარსკვლავი, ვინც NFT გაყიდა. კრის ტორესმა Nyan Cat-ის შემქმნელმა, მიმის NFT $600,000-ად გაყიდა. $36,000-ად გაიყიდა კაილ კრევენის “Bad Luck Brian”, ხოლო ლაინა მორისის “Overly Attached Girlfriend” $411,000-ად.

Nyan Cat. GIF: Chris Torres
“Bad Luck Brian” ფოტო: Kyle Crave
“Overly Attached Girlfriend”

დაკავშირებული სტატიები
კრიპტოვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებას გეგმავს

1 Mins read
“საქართველოს ეროვნულ ბანკის მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.