ვატიკანმა Minecraft-ში საკუთარი ოფიციალური სერვერი შექმნა

კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა, რობერტ ბალესერმა Minecraft-ში ვატიკანის ოფიციალური სერვერი გახსნა.

იგი „არატოქსიკური მოთამაშეებისთვის“ არის განკუთვნილი.

„შევქმენით გარემო, რომელშიც ადამიანებს თვითგამოხატვა და ახალი ურთიერთობების შენება შეეძლებათ. ურთიერთობა უმთავრესია. საბოლოოდ ზუსტად ამის მიღწევას ვცდილობთ.“ — აცხადებს კათოლიკე მღვდელმსახური.

სექტემბერში საკუთარ Twitter-ზე მან დადო გამოკითხვა, რომელშიც მის გამომწერებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე „რომელ თამაშს ითამაშებდით?“. Minecraft-მა გამოკითხვაში 64% დააგროვა, რითაც Fortress 2, Rust და ARK-ს გაუსწრო.

ბალესერი ყვება. რომ სერვერს აქტიურად უტევენ ტროლები, რომლებიც შემოდიან და მოთამაშეების ნაგებობებს ანგრევენ: „ტროლები უკვე გამოჩნდნენ, მაგრამ მე არასოდეს მიფიქრია, რომ ეს მარტივი იქნება“.

მღვდელი თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით თუ ეკლესია არ მიყვება ტრენდებს, იგი ვერასოდეს ვერ შეაფასებს იმ „პოტენციალს, რომელიც ტექნოლოგიებში იმალება“.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

აშშ-ს კონგრესმენი ფულს Steam-ის თამაშებში უკანონოდ ხარჯავდა

Next Post

პაბლო ესკობარის ძმამ $350-იანი საკეცი სმარტფონი გამოუშვა

Related Posts

Microsoft-ი Project xCloud-ის საჯარო ტესტირებას სამ ქვეყანაში იწყებს

შოუ Inside Xbox-ის დროს Microsoft-ის წარმომადგენლებმა ოქტომბრის თვიდან სმარტფონებზე Project xCloud-ის საჯარო ტესტირების დაწყება დააანონსეს. ვინაიდან პროექტი ამჟამად…
გაიგე მეტი

გეიმერები კომპანია Blizzard-ს ბოიკოტს უცხადებენ

ვიდეო თამაშების შემქმნელ კომპანია Blizzard-ს გეიმერები ბოიკოტს უცხადებენ იმის შემდეგ, რაც კომპანიამ ერთ-ერთი კიბერსპორტსმენი ჰონგ-კონგის პროტესტის მხარდაჭერის გამო…
გაიგე მეტი

აშშ-ს კონგრესმენი ფულს Steam-ის თამაშებში უკანონოდ ხარჯავდა

აშშ-ს კონგრესმენ, დუნკან ჰანთერს ბრალი წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ფულის არამიზნობრივ ფლანგვაში ედება. ეჭვმიტანილმა ბრალი უკვე აღიარა. ივნისის თვეში…
გაიგე მეტი
Total
0
Share