ილონ მასკის ეფექტი — სოც.ქსელი Clubhouse რეკოდრულად პოპულარული ხდება

მას შემდეგ, რაც ილონ მასკი სოციალურ ქსელ Clubhouse-ს შეუერთდა და აუდიოინტერვიუ ჩაწერა, პლატფორმის პოპულარობამ მკვეთრად იმატა. ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის ცნობით, ბოლო 6 დღის განმავლობაში, სოც.ქსელის აპლიკაცია 1,1 მილიონჯერ გადმოიწერეს.

სოციალური ქსელისადმი მაღალმა ინტერესმა შავი ბაზრის ჩამოყალიბებასაც შეუწყო ხელი. მედიის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მოსაწვევს მისი მომხმარებლები Twitter-სა და Craiglist-ზე $15, $50 და $100-ად ყიდიან. მოსაწვევები eBay-ზეც იყიდება და იქ მისი ფასი $800-მდე ადის. Idle Fish-ში (Alibaba-ს შვილობილი კომპანია) კი Clubhouse-ის მოსაწვევების ფასი 150-დან 300 იუანამდე ($23-დან $46-მდე) მერყეობს. Reuters-ის ცნობით, ჩინეთში Clubehouse-ის გამოყენება შეზღუდულია.

Image result for clubhouse

Sensor Tower-ის ცნობით, Clubhouse-ის აპლიკაცია სულ 3,6 მილიონჯერ გადმოიწერეს — მათი მესამედი იანვრის ბოლო კვირაზე მოდის.

Clubhouse — აუდიო სოციალური ქსელი, რომელშიც მომხმარებლები ვირტუალურ ჩატ ოთახებში საუბრობენ. სერვისი App Store-შია ხელმისაწვდომი, ხოლო მასში რეგისტრაცია მხოლოდ მოსაწვევითაა შესაძლებელი. $100 მილიონიანი ინვესტიციის შემდეგ, ინვესტორებმა აპლიკაცია $1,4 მილიარდად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორებს სოციალური ქსელი Clubhouse მსგავსი სახელის მქონე კომპანიაში, Clubhouse Media Group-ში აერიათ და შეცდომით, სრულიად სხვა კომპანიის აქციების ღირებულება 100%-ით გაზარდეს. Clubhouse-ზე ილონ მასკის გამოჩენის შემდეგ, პლატფორმით ინვესტორები დაინტერესდნენ და მისი აქციების შეძენა დაიწყეს, თუმცა შეცდომით. ინვესტორებმა Clubhouse-ის აქციების ნაცვლად, Clubhouse Media Group-ის აქციები შეისყიდეს. შემთხვევით გამდიდრებული კომპანია აქამდე სამედიცინო მომსახურების სფეროში საქმიანობდა და მას Tongji Healthcare Group ერქვა. ჟურნალისტებმა ამ შემთხვევას, ხუმრობით “ილონ მასკის ეფექტი” უწოდეს.

მსგავსი საინვესტიციო შეცდომა აპლიკაცია Signal-ის შემთხვევაშიც მოხდა, როცა ილონ მასკმა მომხმარებლებს მასზე გადასვლისკენ მოუწოდა. ამ დროს ინვესტორებმა Signal-ის ნაცვლად, პატარა კომპანია Signal Advance-ის აქციების ფასი 1100%-ით, 60 ცენტიდან $7,19-მდე გაზარდეს.

წინა სტატია

Bloomberg-ის ინოვაციური ქვეყნების სტატისტიკა

შემდეგი სტატია

მეცნიერებმა ისპანახს ნაღმების აღმოჩენა და შეტყობინების გაგზავნა ასწავლეს

შეთავაზებული სტატიები

MS365: Yammer Communities-ში ახალი შესაძლებლობები დაანონსდა

კომპანია მაიკროსოფტი, საკუთარი სერვისის, Microsoft 365-ის აპლიკაციებში პლატფორმა Viva-ს ინტეგრაციას განაგრძობს. აღნიშნულმა ნაბიჯმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს თანამშრომლების ჩართულობა…
გაიგე მეტი

MS Teams-ის ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა 250 მილიონს აღწევს

კორპორატიული საკომუნიკაციო/კოლაბორაციის პლატფორმა, Microsoft Teams-ის ყოველთვიური აუდიტორია 250 მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა. 2021 წლის აპრილის თვეში, როცა კომპანიამ Teams-ის…
გაიგე მეტი

როგორ უნდა გამოიყენოთ ტექსტის წაკითხვის ფუნქცია TikTok-ზე

TikTok-ის ტექსტის წაკითხვის ფუნქცია შესანიშნავი შესაძლებლობაა საინტერესო და სასიამოვნო კონტენტის შესაქმნელად და ასევე შშმ პირებისთვის, ვისაც მხედველობისა და…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
1
გაზიარება