Tesla Cybertruck: მიმების გმირზე 150 000-მდე წინასწარი შეკვეთა გაფორმდა

რამდენიმე დღის წინ Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ბრონირებული ელექტროპიკაპი წარმოადგინა, რომელიც  დიზაინის გამო მალევე მიმების მთავარ გმირად იქცა. ამისდა მიუხედავად მის შესაძენად წინასწარი შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

მყიდველი ბევრია

Tesla Cybertruck-ის კომერციული წარმოება მხოლოდ 2021 წელს დაიწყება. ამ ფაქტის გათვალისწინებით წინასწარი შეკვეთების რაოდენობა 146 000-ს გასცდა.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეკვეთისთვის 100$-იც საკმარისია, რომელთა დაბრუნებაც ელექტროპიკაპის შეძენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

Cybertruck-ი სამი ვერსიით არის წარმოდგენილი. უმცროსი ერთძრავიანი მოდიფიკაცია, ერთი დამუხტვით 400 კმ-ის გაივლის (39 000 $), ორძრავიანი მოფიციკაცია 482 კმ-მდე დაფარავს (49 000$) და მესამე მოდიფიკაცია 3 ძრავითა და ერთი დამუხტვით 800 კმ-მდე დაფარვის შესაძლებლობით (69 000$).

ილონ მასკის თქმით, წინასწარი შეკვეთების 17% ერთძრავიან მოდიფიკაციაზე, 42% ორძრავიანზე და 41% სამძრავიან მოდელებზე გაფორმდა.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა Huawei-სთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიყიდვის უფლება მიიღო

Next Post

Facebook-მა თანამშრომლების სახის ამომცნობი აპლიკაცია შექმნა

Related Posts

დროა თქვენი ბიზნესი ღრუბლებში გადაიტანოთ

ბოლო წლების განმავლობაში თვალშისაცემი გახდა სხვადასხვა მასშტაბების და საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების ინფრასტრუქტურის მასობრივი მიგრაცია ღრუბლებში. მართალია ზოგ…
გაიგე მეტი

HoloLens 2-ის გაყიდვები დაიწყო

Microsoft-ის შერეული რეალობის სათვალეების ოფიციალური გაყიდვები აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ახალ…
გაიგე მეტი

რატომ დაუპირისპირდა ინტერნეტის მამა Google-ს, ანუ ინტერნეტი 2.0

ტიმ ბერნერს-ლი, რომელსაც ბევრი ინტერნეტის მამას უწოდებს მოგვიწოდებს გადავარჩინოთ ინტერნეტი დიდი კომპანიების კონტროლისგან და მომხმარებლებს მეტი თავისუფლება მივცეთ.…
გაიგე მეტი
Total
0
Share