ინდოეთში ჟანგბადის ბარი გაიხსნა

ოქტომბრის ბოლოდან ინდოეთის დედაქალაქი, ნიუ-დელი სმოგმა მოიცვა. მოქალაქეები სმოგის მავნე გავლენისგან თავის დასაცავად ჟანგბადის ბარებს მიმართავენ.

Oxy Pure Oxygen Bar ნიუ-დელიში გაიხსნა. ახალი დაწესებულება მომხმარებლებს სუფთა ჟანგბადს სთავაზობს.

ბარი ნიუ-დელის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში გაიხსნა. 15 წუთით სუფთა ჰაერით სუნთქვის ფასი 4-6 აშშ დოლარამდე მერყეობს. მომხმარებელს შვიდიდან ერთ-ერთი არომატის შერჩევა შეუძლია, რომელთა შორისაა ევკალიპტი, პიტნა და დარიჩინი.

ბარის დამფუძნებელი, არიავირ კუმარი აცხადებს, რომ ბიზნესიდან მოგებას ჯერ ვერ ნახულობს, თუმცა სულ მალე ბარი საკუთარი ქსელის გაფართოებას მუმბაისა და ბანგალორში გეგმავს.

„მომხმარებლები გვეკითხებიან: ნუთუ ამიერიდან სუფთა ჰაერში ფულის გადახდა გვიწევს?
მე ვპასუხობ: დღეს ხომ სუფთა წყლის ბოთლშიც იხდით ფულს, რაც 20 წლის წინ წარმოუდგენელი იყო?“ — ამბობს კუმარი.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Samsung Galaxy S11: რეჟისორის რეჟიმი და 8K ვიდეოგადაღება

Next Post

Apple expands and updates its ‘Everyone Can Code’ program

Related Posts

Huawei-მ საკუთარ სმარტფონებზე შესაძლოა Google-ის სერვისები დააბრუნოს

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა უკვე მერამდენედ, მაგრამ მაინც გადაწყვიტა Huawei-ს მიმართ დაწესებული სანქციების შერბილება . ამისდა მიუხედავად საბოლოო…
გაიგე მეტი

Microsoft-მა Windows 10-ის სექტემბრის განახლებაში ხმის პრობლემის არსებობა დაადასტურა

Windows 10-ის სექტემბრის მინორული განახლების (KB4515384) გამოსვლასთან ერთად მომხმარებლებმა უამრავი პრობლემა მიიღეს. განახლების ინსტალაციის შემდეგ სისტემაში მუშაობას წყვეტს…
გაიგე მეტი

დიდ ბრიტანეთში „ძროხების Uber“-ი გამოჩნდა

ბრიტანულმა კომპანიებმა SellMyLivestock და Haulage Exchange-მა ფერმერებისთვის სპეციალური ონლაინ-პლატფორმა შექმნეს. ახალი სერვისი პირუტყვის კომფორტულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
გაიგე მეტი
Total
0
Share