ისრაელში COVID-19-ის ხმით ამოცნობაზე მუშაობენ

კვლევა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო სტარტაპ Vocalis-თან ერთად აწარმოებს, მიზანია ინფიცირებული პაციენტების ხმაში იპოვონ მარკერი, რომელიც კორონავირუსის გამოვლენას გაამარტივებს.

წარმატების შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ აპლიკაციას, რომელიც ხმით კორონავირუსის დიაგნოზის დადგენას შეძლებს.

ამჟამად Vocalis Health და ექიმი შეიდი ჰასანი COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების ხმისა და სუნთქვის ნიმუშებს აგროვებენ, რის შემდეგაც ჩანაწერებს ჯანმრთელი ადამიანების ხმას ადარებენ. ჩანაწერებს მანქანური სწავლების ტექნოლოგიის საშუალებით გაანალიზებენ.

ამის შემდეგ კი სტარტაპი შექმნის ალგორითმს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობისა და სიმპტომებზე დაკვირვებას სახლიდან შეძლებენ. ასეთი სახით ქვეყანა ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან აცილებას შეძლებს.

რადგან კორონავირუსი ძირითადად სასუნთქი სისტემის დაზიანებას იწვევს, არსებობს მოსაზრება, რომ ეს პაციენტის ხმასა და მის სუნთქვაში აისახება. საკუთარი ხმის ნიმუშის გაგზავნა კომპანიის საიტზე ან მობილური აპლიკაციით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კვლევის პირველი შედეგები 4-6 კვირიან პერიოდში გახდება ცნობილი.

აქვე დავამატებთ, რომ ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 2030 შემთხვევაა დადასტურებული საიდანაც 100 შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილს მომსახურება შეფერხებით მიეწოდება

Next Post

ეფლის შემდეგ, შესაძლოა, დამტენის გარეშე Samsung Galaxy S21-იც გამოვიდეს

Related Posts

დნმ-ის პორტატული სეკვენატორი, რომელიც შეგიძლიათ ჯიბითაც ატაროთ

ამერიკელმა მეცნიერებმა, ქოლდ სპრინგ ჰარბორის არაკომერციული ლაბორატორიიდან, Oxford Nanopore-ის სპეციალისტებთან თანამშრომლობით შექმნეს მსოფლიოში პირველი პორტატული მოწყობილობა, რომელსაც გენომის…
გაიგე მეტი

COVID-19: წესების დაცვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოა — კვლევა

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პირველი ლოქდაუნის შემდეგ, მსოფლიო ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო…
გაიგე მეტი

2020 წელს, სიკვდილის მიზეზებს შორის, COVID-19-მა მე-4 ადგილი დაიკავა

2020 წლის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის, COVID-19-მა მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-20…
გაიგე მეტი
Total
0
Share