კომპანიები MWC 2020-ისთვის დაგეგმილ პრეზენტაციებს აუქმებენ

Mobile World Congress მობილური ტექნოლოგიების უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ბარსელონაში ტარდება.

თუმცა როგორც ჩანს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის საშიშროების გამო 2020 წლის გამოფენაზე პრეზენტაციების რაოდენობა შემცირდება.

ცნობილია, რომ საკუთარი პრეზენტაციები MWC 2020-ის ფარგლებში უკვე გააუქმეს ჩინურმა ZTE-მ და კორეულმა LG-მ.

ZTE-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიას არ სურს ადამიანებს უხერხულობა შეუქმნას მათი წარმომავლობის გამო. კიდევ ერთ მიზეზად ZTE ეპიდემიის ლოკალიზების გართულებას ასახელებს.

LG  საკუთარ შოუს, რომელზეც ფლაგმანური  LG V60 ThinQ და  G9 ThinQ იქნება წარმოდგენილი კომპანიის სამშობლოში, სამხრეთ კორეაში გამართავს.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

კორონავირუსის ფონზე ჩინეთში ყალბი სამედიცინო პირბადეები იყიდება

Next Post

Vendoo.ge-ზე ინფორმაციული უსაფრთხოების ხარვეზი გამოვლინდა

Related Posts

ევროკავშირი სთრიმინგ სერვისებს ვიდეოს ხარისხის შემცირებას სთხოვს

ევროკომისია კარანტინის დროს ქსელზე გაზრდილი დატვირთვით გამოწვეული მოსალოდნელი შეფერხების პრევენციისთვის სთრიმინგ სერვისებს თხოვნით მიმართავს. ევროკავშირი სთრიმინგ სერვისებს ვიდეო…
გაიგე მეტი

Vendoo.ge-ზე ინფორმაციული უსაფრთხოების ხარვეზი გამოვლინდა

26 იანვარს რუსულმა კომპანია SmartLine Inc-მა Telegram-ის საკუთარ არხზე Vendoo.ge-ს უსაფრთხოების ხარვეზთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც შეტყობინებიდან ირკვევა,…
გაიგე მეტი

Wikipedia-ს დამფუძნებელმა ახალი სოც.ქსელი შექმნა

Wikipedia-ს დამფუძნებელმა, ჯიმი უელსმა Facebook-ის და Twitter-ის კონკურენტი სოც.ქსელი წარმოადგინა, რომელიც გამოირჩევა იმით, იგი სრულიად თავისუფალია რეკლამისგან. WT:Social…
გაიგე მეტი
Total
0
Share