კრიპტოვალუტა, რომლის კურსი კორონავირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული

დეველოპერებმა ახალი კრიპტოვალუტა, CoronaCoin-ი შექმნეს, რომლის კურსიც კორონავირუსით გამოწვეულ ახალი გარდაცვალების შემთხვევებთან ერთად იზრდება, წერს Reuters-ი.

ახალი კრიპტოვალუტა Ethereum-ის ბლოკჩეინზე გაეშვა. CoronaCoin-ის ტოკენები დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას უტოლდება. ყოველ 48 საათში ერთხელ ტოკენების რაოდენობა კორონავირუსით დაღუპული ადამიანების შესაბამისად შემცირდება.

Reddit-ის მომხმარებლები მსგავსი კრიპტოვალუტის გაშვებას ამორალურს უწოდებენ, თუმცა CoronaCoin-ის შემქმნელები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და განმარტავენ, რომ შემოსავლის 20% წითელ ჯვარში გადაირიცხება.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აქტიურ პანდემიურ ობლიგაციებს უშვებს. რით განსხვავდება ჩვენი კრიპტოვალუტა?“— აცხადებს Reuters-თან საუბარში კრიპტოვალუტის შემქმნელი სანი კემპი. ტოკენებით ვაჭრობა Saturn Network-სა და ForkDelta-ზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში და სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საფონდო ბირჟებზე 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

ახალი კორონავირუსის გამო Facebook-მა F8 კონფერენცია გააუქმა

Next Post

Apple-ი მაღაზიებს iPhone-ების დეფიციტის შესახებ აფრთხილებს

Related Posts

AirPods Max— Apple-ის ახალი ყურსასმენები iPhone-ზე ძვირი ეღირება

მათი ღირებულება $549-ს შეადგენს. Bose, Sony, JBL და სხვა მწარმოებლების საპასუხოდ ეფლმა ხმაურის ჩამხშობი ფუნქციის მქონე ყურსასმენები წარმოადგინა.…
გაიგე მეტი

დიდ ბრიტანეთში „ძროხების Uber“-ი გამოჩნდა

ბრიტანულმა კომპანიებმა SellMyLivestock და Haulage Exchange-მა ფერმერებისთვის სპეციალური ონლაინ-პლატფორმა შექმნეს. ახალი სერვისი პირუტყვის კომფორტულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
გაიგე მეტი

Fast Ring-ზე Windows 10-ის 18980 საცდელი ანაწყობი გამოვიდა

Windows Insider პროგრამის მონაწილეებისთვის „სწრაფი წრის„ არხზე  Windows 10 (20H1)-ის ახალი საცდელი ანაწყობი გამოვიდა. განახლება, ნომრით 18980 საინტერესო…
გაიგე მეტი
Total
0
Share