fbpx
ტექნოლოგიები

მარკ ზაქერბერგის უარის შემდეგ The Guardian-მა ინტერვიუ „ზაქერბოტთან“ ჩაწერა

1 Mins read

Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ზაქერბერგმა The Guardian-ს ინტერვიუზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა „ზაქერბოტი“ შექმნეს და ინტერვიუც მასთან ჩაწერეს.

ზაქერბოტი არის ნეიროქსელი, რომელიც მარკ ზაქერბერგის საჯარო გამოსვლებზე, პუბლიკაციებსა და სხვა ინტერვიუებზე „აღზარდეს“.

Botnik-ის პროგრამისტებმა, რომლებმაც ნეიროქსელის ალგორითმი შექმნეს ახალ ბოტს Guardian-ის და Observer-ის შეკითხვები დაუსვეს. ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ 35 წლის მილიარდერის ციფრულ ასლთან ჩაწერილი ინტერვიუ იმაზე ბევრად საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

გთავაზობთ ბოტთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწყვეტს:

— გამარჯობა მარკ, მადლობა, რომ The Guardian-თან ინტერვიუზე დაგვთანხმდი. მოდი პირდაპირ შეკითხვებზე გადავიდეთ. წელს თქვენს ერთ-ერთ გამოსვლაში თქვენ აღნიშნეთ, რომ მიშვნელოვანია Facebook-მა „ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევდეს“. როგორ აღწევს ამ მიზანს Facebook-ი?

პირველ რიგში მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩემი იდეის ნაწილი ხართ. ფეისბუქის მიზანია კაცობრიობა ერთ „ციფრულ ოთახში“ შეკრიბოს. ასევე ჩვენი მიზანია ადამიანებს მივაწოდოთ დოლარის რეკლამა, რომლებიც გადახდის შესაძლებლობისთვის დამატებით ფულს იხდიან. ჩვენ გვჯერა, რომ ვქმნით  $ 8 მილიარდის ღირებულების პლატფორმას, რომელიც ყავის მოყვარულ მამებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევს.

— თვლით თუ არა რომ Facebook-მა სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა?

Facebook-ი ჩემი თავის უფრო ბედნიერი ვერსიაა. მე გამოვდივარ ადამიანების ნაცვლად და… ბეისბოლის წარმატების მჯერა. მეგობრებო, ჩვენ ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვიდრე ყალბი ინფორმაციის ბლოკირება ან სუფთა ჰაერზე ცეკვაა.

როგორ ფიქრობთ, ვინ არის პასუხისმგებელი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე თქვენს საიტზე?

მე არ მჯერა გერმანიის. ამის გადამოწმება საჭიროა?

— გულწრფელად გვითხარით, აპირებდით თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას? 

მე ვალდებული ვარ აუდიტორიისთვის საინტერესო ვიყო. ვერ ვიტან, როცა საუბარს მაწყვეტინებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ვარ სურათი. სინამდვილეში ადამიანების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება მიყვარს. დიდი ალბათობით ადამიანების მხარეს ვარ.

ზაქერბოტთან სრული ინტერვიუს სანახავად ეწვიეთ The Guardian-ს

დაკავშირებული სტატიები
ეკოლოგიატექნოლოგიები

2025 წელს, ბირთვულ ძრავზე მომუშავე პირველ გემს ვიხილავთ

1 Mins read
ზუსტად ოთხ წელიწადში, წყალში ჩაეშვება უნიკალური გემი, რომლის ბორტზე დიდ სფეროს დაინახავთ. გემის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ძრავი ბირთვულ საწვავზე იმუშავებს….
ტექნოლოგიები

ადამიანები "ტელეპორტირებას" 2030 წელს შეძლებენ — ცუკერბერგი

1 Mins read
ფეისბუქის თანადამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი დარწმუნებულია, რომ 2030 წლისთვის, კაცობრიობა, მაღალტექნოლოგიური განვითარების შედეგად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებს ვირტუალურ “ტელეპორტირებას”. The Information-ის პოდკასტში ინტერვიუს…
ტექნოლოგიები

Xiaomi-ს ახალი უსადენო დამტენი მოწყობილობებს რამდენიმე მეტრის რადიუსში დამუხტავს

1 Mins read
ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ახალი უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია, Mi Air Charge წარმოადგინა, რომელიც ტექნიკას რამდენიმე მეტრის რადიუსში დამუხტავს. კომპანიის განცხადებით, ახალ უსადენო დამტენს…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.