მეცნიერები, COVID-19-ის წინააღმდეგ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკლევრებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც კორონავირუსის მუტაციის საფრთხეს შეამცირებს და ვაქცინის შემუშავების პროცესს დააჩქარებს. კვლევის შედეგები 5 თებერვალს, Nature Research-ში გამოქვეყნდა.

ახალი მეთოდის საშუალებით, ხელოვნური ინტელექტი დააჩქარებს ვაქცინის ანალიზს და განსაზღვრავს COVID-19-ის წინააღმდეგ საპროფილაქტიკო თერაპიის საუკეთესო ვარიანტს.

ახალი მეთოდი, ვირუსის პოტენციური მუტაციის ანალიზს ახორციელებს იქამდე, სანამ ის რეალურ ცხოვრებაში შეგხვდება, რაც ეფექტური ვაქცინის შერჩევას გაამარტივებს. თუ კვლევას ვენდობით, მაშინ ამ გზით, კაცობრიობა ინფექციასთან მიმართებაში უპირატესობას მოიპოვებს.

“ხელოვნური ინტელექტის ეს სტრუქტურა გამოიკვლევს ვირუსის თავისებურებებს და რამდენიმე წამში წარმოადგენს ვაქცინის საუკეთესო კანდიდატებს, რაც მისი კლინიკური ცდების უსაფრთხოდ ჩატარების პროცესს დააჩქარებს”, — აცხადებს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ელექტრო და გამომთვლელი ტექნიკის კათედრის დოცენტი და კვლევის ავტორი, პოლ ბოგდანი.

ამ მეთოდით, ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე 26 პოტენციური ვაქცინის ეფექტიანობა იწინასწარმეტყველა.

წინა სტატია

გუგლი, Pixel-ის სმარტფონებში პულსის საზომის ფუნქციას ამატებს

შემდეგი სტატია

Huawei-მ ტელეფონის ხმით განბლოკვისთვის აკუსტიკური ამოცნობის ტექნოლოგია დააპატენტა

შეთავაზებული სტატიები

ყავის დალევამ შესაძლოა დემენცია გამოიწვიოს

დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემთა ბაზაში 17,702 მოხალისის სამედიცინო ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, აღმოაჩინა განსაცვიფრებელი…
გაიგე მეტი

აცრა მამაკაცებში უნაყოფობასა და სექსუალურ დისფუნქციას ვერ გამოიწვევს — ახალი კვლევა

ახალი კორონავირუსის (COVID-19) და ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების გავლენა მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე დღემდე ფართოდ არ შესწავლილა. თუმცა, მაიამის…
გაიგე მეტი

რევოლუციურმა AI სისტემამ ადამიანის დნმ-ის საიდუმლო ამოხსნა

მეცნიერებმა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამა — AlphaFold შექმნეს, რომელიც მედიცინისთვის, შესაძლოა რევოლუციური აღმოჩნდეს. ხელოვნურმა ინტელექტმა, ადამიანის ორგანიზმის მიერ…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
1
გაზიარება