მეცნიერებმა ისპანახს ნაღმების აღმოჩენა და შეტყობინების გაგზავნა ასწავლეს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა ისპანახს მინების ძიება და მათ შესახებ შეტყობინების ელ.ფოსტის მეშვეობით გაგზავნა “ასწავლეს”, — წერს Euronews.

ტექნოლოგია, სახელად “მცენარეული ნანობიონიკა” იმ კვლევის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებებში ელექტრინული კომპონენტების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული ტექნოლოგია მცენარეებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს და მათ ფოთლებს ერთგვარ სენსორებად აქცევს.

მეცნიერებმა განმარტეს, თუ როგორ ეძებს ისპანახი ნაღმებს. როგორც აღმოჩნდა, როცა მცენარის ფესვი მიწისქვეშა (გრუნტის) წყლებში ნიტროარომატულ ნაერთების არსებობას გრძნობს, რომლებიც ნაღმებში გვხვდება, მცენარის ფოთლებში არსებული ნახშირბადის ნანომილები სიგნალს ასხივებენ. ინფრაწითელი კამერა აღნიშნულ სიგნალს კითხულობს და ინტერნეტის მეშვეობით, შესაბამის გამაფრთხილებელ ელექტრონულ წერილს აგზავნის.

ამავე პრინციპით, ისპანახს გარემოს დაბინძურების შესახებ გაფრთხილების გაგზავნა შეუძლია. მაგალითად, კომპანია Strano-მ, მცენარის ფოტოსინთეზის ცვლილებით, მას აზოტის ოქსიდის გამოვლენა ასწავლა. აზოტის ოქსიდი წვის დროს გამოიფრქვევა, რის შედეგადაც გარემო ბინძურდება.

ამ კვლევისთვის ისპანახი რამდენიმე მიზეზით შეარჩიეს — მასში უხვად გვხვდება რკინა და აზოტი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კატალიზატორების წარმოქმნაში. კვლევისთვის ისპანახი გარეცხეს, გამოწურეს მისგან მთელი წვენი და ფხვნილად, ანუ ნანოფოთლებად აქციეს, რის შემდეგაც მცენარე მზადაა “სასაუბროდ”.

კვლევის ხელმძღვანელი, მაიკლ სტრანო აღნიშნავს, რომ მცენარეების ფესვის განტოტვილი სისტემა უზრუნველყოფს წყლის სინჯების აღებასა და მათ მიწოდებას ფოთლებში. სამომავლოდ, შესაძლოა, მცენარეები ქიმიკოს-ანალიტიკოსებადაც ვაქციოთ.

“ამ კვლევის შედეგად, ჩვენ დავძლიეთ კომუნიკაციის ბარიერი მცენარეებსა და ადამიანებს შორის. მცენარეები ძალიან მგრძნობიარენი არიან გარემოს მიმართ. მათ მარტივად შეუძლიათ შეამჩნიონ ნიადაგსა და წყალში არსებული უმნიშვნელო ცვლილებებიც კი. თუ ჩვენ მათ ქიმიური სიგნალების სისტემას დავუკავშირდებით, გვექნება უზარმაზარი ინფორმაციის ახალი წყაროც”, — ირწმუნება პროფესორი მაიკლ სტრანო.

Total
0
Shares
Previous Post

ილონ მასკის ეფექტი — სოც.ქსელი Clubhouse რეკოდრულად პოპულარული ხდება

Next Post

გუგლი, Pixel-ის სმარტფონებში პულსის საზომის ფუნქციას ამატებს

Related Posts

მეცნიერებმა შექმნეს დნმ-ის ფრაგმენტი, რომელიც სისხლში სიმსივნურ ღეროვან უჯრედებს ანადგურებს

მეცნიერებმა შექმნეს დნმ-ის ფრაგმენტი, რომელიც სიმსივნის დამალულ ღეროვან უჯრედებს ანადგურებს და მათ ხელმეორედ წარმოქმნას უშლის ხელს. თაგვებზე ჩატარებული…
გაიგე მეტი

მკვლევრებმა “თვითმკვლელი ჭიანჭველების” ახალ სახეობას მიაგნეს

მკვლევრები უკვე დიდიხანია, რაც ჭიანჭველების საინტერესო სახეობას აკვირდებიან — ისინი კოოპერირების უნარით გამოირჩევიან აქვთ და ერთმანეთს მძიმე ტვირთის…
გაიგე მეტი

ტელესკოპი ჰაბლის მიერ, 2020 წელს გადაღებული შთამბეჭდავი 10 სურათი კოსმოსიდან

გამოცემა Forbes-მა, ტელესკოპი Hubble-ის მიერ 2020 წელს გადაღებული ყველაზე შთამბეჭდავი 10 სურათი შეარჩია. იხილეთ კოსმოსის წარმოუდგენელი სილამაზე ამ…
გაიგე მეტი
Total
0
Share