fbpx
მედიცინამეცნიერება

მეცნიერებმა შექმნეს დნმ-ის ფრაგმენტი, რომელიც სისხლში სიმსივნურ ღეროვან უჯრედებს ანადგურებს

1 Mins read

მეცნიერებმა შექმნეს დნმ-ის ფრაგმენტი, რომელიც სიმსივნის დამალულ ღეროვან უჯრედებს ანადგურებს და მათ ხელმეორედ წარმოქმნას უშლის ხელს. თაგვებზე ჩატარებული პირველი ცდების შედეგები კი იმედისმომცემია.

მრავლობითი მიელომა არის სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების), კონკრეტულად კი პლაზმური უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნე. მკურნალობის შემდეგ დაავადება ხშირად ხელმეორედ იჩენს თავს და უფრო მდგრადი ხდება მკურნალობის იმ მეთოდის მიმართ, რომელიც აქამდე იყო გამოყენებული. ძირითადად ეს მიელომას ღეროვან უჯრედებს უკავშირდება. მიელომას დროს ორგანიზმში ახალი ღეროვანი სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა ხდება.

წინა კვლევებში, IRF4 ცილის გამომყოფი გენის უჩვეულო აქტიურობას მრავლობითი მიელომით დაავადებული პაციენტების მაღალ სიკვდილიანობას უკავშირებენ. აღნიშნული ცილა, მიელომას ღეროვანი უჯრედების გამრავლებას უწყობდა ხელს. სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და Ionis Pharmaceuticals-მა პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტეს.

ამ ამოცანის მისაღწევად, მეცნიერებმა დნმ-ის ფრაგმენტის მოდელი შექმნეს, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ გენს უერთდება. ამ ხელოვნურად შექმნილ ფრაგმენტს ION251 ქვია და მისი სამიზნე ზემოაღნიშნული IRF4 გენია. დნმ-ის ფრაგმენტი ION251 ავთვისებიანი პლაზმური უჯრედების განადგურების გარდა, მიელომას ღეროვან უჯრედებსაც ანეიტრალებს, რაც დაავადების განმეორებას გამორიცხავს.

თაგვების ძვლის ტვინის მიკროსკოპული გამოსახულება, რომლებსაც მრავლობითი მიელომა აქვთ. წითელი წერტილები IRF4 ცილას აღნიშნავს. მარცხნივ — თაგვი, პლაცებოთი, მარჯვნივ — ION251-ით მკურნალობის დროს.

მკვლევართა გუნდმა ION251 ფრაგმენტი მოდიფიცირებულ თაგვებზე გამოსცადეს, რომლებსაც ადამიანის მიელომას უჯრედები გადაუნერგეს. თითოეული ჯგუფი 10 საცდელი თაგვისგან შედგებოდა, რომლებიც პირველი ერთი კვირის განმავლობაში პრეპარატის ან პლაცებოს ყოველდღიურ დოზას იღებდნენ.

თერაპიის 2-6 კვირიან პერიოდში თაგვებს, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, მიელომას ბევრად ნაკლები უჯრედი აღმოაჩნდა სისხლში ვიდრე საკონტროლო ჯგუფის თაგვებში. მკურნალობის შედეგად 70-დან თაგვების 100% სრულად განიკურნა, მაშინ, როცა საკონტროლო ჯგუფებში მყოფი ყველა თაგვი მოკვდა.

“ამ კლინიკური ცდების შედეგები საოცარია. იმ თაგვებში, რომლებსაც ჩვენ ვმკურნალობდით, მიელომას ვერც ერთი უჯრედი ვერ აღმოვაჩინეთ…”, — აცხადებს კვლევის თანაავოტირ, ლესლი კრუზი.

მკვლევართა გუნდი აღნიშნავს, რომ ION251-ის გამოყენება სიმსივნის სხვა, ტრადიციული მკურნალობის მეთოდებთან ერთად არის შესაძლებელი, რაც მკურნალობას უფრო ეფექტიანს ხდის და ამცირებს დაავადების განმეორების რისკს.

პირველი ფაზის კლინიკური ცდები დასრულებულია და ახლა ION251-ის ადამიანებისთვის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება მიმდინარეობს.

დაკავშირებული სტატიები
მედიცინა

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია COVID-19–ის პირობებში

1 Mins read
დღევანდელ რეალობაში უამრავი გამოწვევის წინაშე დავდექით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ არაერთი პრობლემა შეგვიქმნა, ამასთანავე ბევრი  თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, რომლის გამოყენებაც პროდუქტიულად უნდა…
მეცნიერება

მზის სხივები COVID-19-ს 8-ჯერ უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე აქამდე გვეგონა

1 Mins read
მეცნიერების ჯგუფი მკვლევრებს მოუწოდებს გააგრძელონ კვლევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანეიტრალებს მზის გამოსხივება SARS-CoV-2-ს. ამის შესახებ ინფორმაციას Science Alert ავრცელებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის…
მედიცინა

2020 წელს, სიკვდილის მიზეზებს შორის, COVID-19-მა მე-4 ადგილი დაიკავა

1 Mins read
2020 წლის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის, COVID-19-მა მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-20 სიკვდილის ფაქტი ახალ კორონავირუსს…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.