მზის სხივები COVID-19-ს 8-ჯერ უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე აქამდე გვეგონა

მეცნიერების ჯგუფი მკვლევრებს მოუწოდებს გააგრძელონ კვლევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანეიტრალებს მზის გამოსხივება SARS-CoV-2-ს. ამის შესახებ ინფორმაციას Science Alert ავრცელებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ინჟინერმა, პაოლო ლუცატო-ფეგიზმა და მისმა თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ვირუსი, მზის სხივის მოხვედრის შემთხვევაში, პრაქტიკულ ცდებში უფრო მალე ინაქტივირდება, ვიდრე ამას თეორიული მოდელი აჩვენებდა.

თეორიის მიხედვით, ვირუსის ინაქტივაცია იწყება მაშინ, როცა UVB (B ჯგუფის ულტრაიისფერი, 280-320 ნანომეტრის სიგრძის სხივები) რნმ-ზე ზემოქმედებენ და აზიანებენ მას“, — წერს ლუცატო-ფეგიზი.

Will UV light stop the COVID-19 outbreak? - Latest | GAMA Healthcare

დნმ-სა და რნმ-ში არსებულ ნუკლეინის მჟავა მარტივად ითვისებს ულტრაიისფერ სხივსა და ულტრაიისფერი სპექტრის ნაწილს, რაც მათ გამოუსწორებლად აზიანებს.

თუმცა ულტრაიისფერი გამოსხივება არაერთგვაროვანია. არსებობს ულტრაიისფერი უფრო გრძელი ტალღებიც, რომლებსაც UVA-ს უწოდებენ — აღნიშნულ სხივს არ გააჩნია საკმარისი ენერგია ვირუსის სწრაფი ინაქტივაციისთვის. ზუსტად საშუალო დიაპაზონის UVB სხივები ანადგურებს ვირუსს, თუმცა იგი გარკვეულ საფრთხეს ჩვენი უჯრედებისთვისაც წარმოადგენს.

მოკლეტალღიანი ულტრაიისფერი გამოსხივებამ (UVC) საკუთარი მაღალი ეფექტიანობა SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ იმ შემთხვევებშიც აჩვენა, როცა ვირუსი უკვე ადამიანის სითხეებში ფიქსირდებოდა.

ულტრაიისფერი გამოსხვივების UVC ტიპი, მზის მთელი გამოსხივების მხოლოდ 10%-ს შეადგენს — მის ძირითად ნაწილს დედამიწის ოზონის შრე აკავებს.

“მოკლეტალღიანი ულტრაიისფერი (120-180 ნმ) ან UVC გამოსხივების გამოყენება კარგი იქნება საავადმყოფოებში. თუმცა სხვა გარემოში, მაგალითად სამზარეულოში ან მეტროში ის საფრთხეს წარმოადგენს, და სხვა ნაწილაკებთან შეხების შედეგად მავნე ოზონს წარმოქმნის”, — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი და ორეგონის უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგი, ჯული მაკმერი.

ექსპერიმენტარული კვლევის ფარგლებში, შემოწმდა ულტრაიისფერი გამოსხვივების ზეგავლენა SARS-CoV-2-ზე ხელოვნურ ნერწყვში. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ვირუსი ასეთ პირობებში 10-20 წუთში ინაქტივირდება.

კორონავირუსი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი 3-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე A ტიპის გრიპი. ზაფხულში, SARS-CoV-2-ის ნაწილაკების 90% მზის გამოსხივების შედეგად ნეიტრალდება.

შედარებისთვის, ზამთრის პერიოდში ვირუსის ნაწილაკები შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდეს.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ვირუსის რნმ-ის მოლეკულები, მზის სხივით ფოტოქიმიურ დაზიანებას იღებენ და დაზიანება უფრო ძლიერია, რაც უფრო მოკლეა ტალღის სიგრძე (UVC და UVB სხივები).

“ხელოვნურ ნერწყვში ვირუსის ინაქტივაცია, თეორიულ მოდელთან შედარებით 8-ჯერ უფრო სწრაფად მოხდა და მეცნიერებმა ჯერ არ იციან რატომ”, — აღნიშნავს ლუცატო-ფეგიზი.

რაც შეეხება გრძელ უტრაიისფერ ტალღებს (UVA), ისინი პირდაპირ გავლენას ვირუსზე ვერ ახდენენ, თუმცა ვირუსის ინაქტივაციის პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებენ.

Total
0
Shares
Previous Post

Microsoft, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი რეალობის სათვალეებს გადასცემს

Next Post

ფეისბუქის 533 მილიონი მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა ქსელში გაჟონა

Related Posts

მკვლევრებმა “თვითმკვლელი ჭიანჭველების” ახალ სახეობას მიაგნეს

მკვლევრები უკვე დიდიხანია, რაც ჭიანჭველების საინტერესო სახეობას აკვირდებიან — ისინი კოოპერირების უნარით გამოირჩევიან აქვთ და ერთმანეთს მძიმე ტვირთის…
გაიგე მეტი

იაპონიაში პლასტმასი საწვავად და ცვილად გარდაქმნეს

პლასტმასი, საკუთარი სტრუქტურით საკმაოდ მდგრადია ქიმიური რეაქციების მიმართ. ეს ერთ-ერთია იმ მიზეზთა შორის, რის გამოც იგი ფართოდაა მსოფლიოში…
გაიგე მეტი

ქალაქის თაგვები, სოფლის თაგვებზე უფრო გონიერები არიან — კვლევა

გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალაქის თაგვები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მათი სოფლელი ნათესავები. შედარებით მაღალი ინტელექტი განპირობებულია იმით,…
გაიგე მეტი
Total
0
Share