მორდორის ქრონიკა — რუსეთში YouTube-ის აკრძალვისთვის ემზადებიან

რუსეთის ფედერაციის დუმის კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსული მედიასაშუალებების ცენზურისთვის საპასუხო სანქციებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღებს უფლებამოსილებას მიანიჭოს კანონდამრღვევის სტატუსი ნებისმიერ ინტერნეტ რესურსს, რომელიც შემჩნეული იქნება „რუსული მედიასაშუალებების დისკრიმინაციაში“.

ახალი კანონი ვრცელდება ყველა მსხვილ ინტერნეტ რესურსზე, მათ შორის YouTube, Facebook და ტვიტერზე. „როსკომნადზორს“ ამიერიდან მსგავსი „დანაშაულის“ გამო შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად დაბლოკოს არასასურველი ვებ-გვერდი ან შეანელოს მისი ტრაფიკი.

რუსეთის დუმის ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, ასევე მზადდება კანონპროექტის შესწორებაც, რომელიც მსგავსი ტიპის რესურსების მიმართ, შეზღუდვისა და ტრაფიკის შენელების გარდა 3 მლნ. რუბლამდე ჯარიმასაც ითვალისწინებს.

კანონპროექტი დუმაში 19 ნოემბერს დარეგისტრირდა და 9 დეკემბერს, პირველი მოსმენით იქნა მიღებული.

დოკუმენტის ავტორები განიხილავენ კანონის მოქმედების გაფართოებას და აღნიშნავენ, რომ ის შესაძლოა შეეხოს ყველა იმ ინტერნეტ რესურსს, რომელიც მსგავსი ტიპის „დარღვევაში“ კანონის მიღებამდე იქნა შემჩნეული.

Total
0
Shares
Previous Post

მაიკროსოფტი Windows 10 X-ში Modern Standby რეჟიმს ამატებს — რას ნიშნავს ეს

Next Post

ტელესკოპი ჰაბლის მიერ, 2020 წელს გადაღებული შთამბეჭდავი 10 სურათი კოსმოსიდან

Related Posts

აშშ-ის მთავრობა Huawei-სთან თანამშრომლობაზე აკრძალვის მოხსნისთვის ემზადება

აშშ-ის მთავრობა უახლოეს მომავალში ამერიკულ კომპანიებს  Huawei-სთან თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. რას ნიშნავს ეს? შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ…
გაიგე მეტი
Total
0
Share