ნეიროქსელმა, ადამიანის მიერ დანახული გამოსახულების აღდგენა შეძლო

მკვლევრებმა, ადამიანის ტვინით დამახსოვრებული გამოსახულების სურათად გარდაქმნის მიზნით, მანქანური დასწავლის Brain2pix მოდელი გამოიყენეს. აღნიშნულმა მოდელმა, ადამიანის ტვინის აქტივობის სკანირების გზით, წარმატებით აღადგინა თვალით დანახული გამოსახულება.

ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანი ფუნქციური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში მოათავსეს და სერიალი “Doctor Who”-დან რამდენიმე სცენა აჩვენეს. ტომოგრაფიის აპარატიდან მიღებული მონაცემები კი ნეირონულ ქსელში იგზავნებოდა.

მონაცემები რიცხობრივ მასივად გარდაიქმნებოდა, რის შემდეგაც ხდებოდა ტვინის აქტივობის ვიზუალიზაცია.

Brain2pix ტომოგრაფიის აპარატიდან მიღებულ მონაცემებს ამუშავებდა და ტვინის აქტივობის შესახებ ინფორმაციას პიქსელებად გარდაქმნიდა.

Brain2pix მოდელი ცდილობს აღადგინოს ადამიანის მიერ დანახული სცენა. აღდგენის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ამოწმებს დისკრიმინატორის ქსელი, რომელმაც უნდა გამოიცნოს გავს თუ არა აღნიშნული სურათი რეალურს და ემთხვევა თუ არა ის იმ მონაცემებს, რაც აქამდე იყო დამუშავებული. თუ აღდგენილი გამოსახულება არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, დისკრიმინატორი უარს ამბობს შედეგეზე და ამის შემდეგ სურათის გენერატორს მცდელობის გამეორება უწევს.

ჯერ-ჯერობით Brain2pix-ის მუშაობა შეზღუდულია. მოდელს არ შეუძლია იმ სურათის აღდგენა, რომელიც ჯერ “თვალით” არ უნახავს. გარდა ამისა, მოდელმა გამოსახულება კონკრეტული ადამიანების ტვინიდან აღადგინა, რომლებსაც ერთი და იგივე სერიალის სცენები აჩვენეს. დიდი ალბათობით, ნეირონული ქსელი ვერ აღადგენდა ამ გამოსახულებებს, თუ არ ექნებოდა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი წინასწარ.

მიუხედავად ამისა, მომავალში კვლევამ შესაძლოა უფრო მეტი რამ გვასწავლოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ტვინი გარემოზე, რაც მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სენსორული ნეირობიოლოგიის დარგში.

გარდა ამისა, სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება სამედიცინო აპლიკაციებში, რომლებიც ექიმებს პაციენტებთან ინტერაქციის უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს.

Total
0
Shares
Previous Post

ინსტაგრამმა, პირად მიმოწერაში შეურაცხყოფის გამო, შესაძლოა ანგარიში დაგიბლოკოთ

Next Post

Mastercard წელს კრიპტოვალუტით გადახდებს განავითარებს

Related Posts

Siri-ს ქალის ხმა ნაგულისხმევად აღარ ექნება

ბოლო დრომდე, Apple-ის ასისტენტის, Siri-ს ნაგულისხმევი ხმა ქალის ჟღერადობა იყო. მას შემდეგ, რაც კვლევებმა დაადგინა, რომ AI ასისტენტებზე,…
გაიგე მეტი

ჩინეთში რობოტებმა იკამათეს — “თავი დრამის დედოფალი ნუ გგონია”

ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის ბიბლიოთეკაში ორმა რობოტმა ასისტენტმა იკამათა. უცნაური ინციდენტის ვიდეო ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ბიბლიოთეკაში “მომუშავე” რობოტები, სახელად…
გაიგე მეტი

ინდონეზიის პრეზიდენტი საჯარო მოხელეების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა

ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვიდოდომ სახელმწიფო სამსახურებში თანამშრომლების ნაწილის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების განკარგულება გასცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი სახით…
გაიგე მეტი
Total
0
Share