პაბლო ესკობარის ძმამ $350-იანი საკეცი სმარტფონი გამოუშვა

კოლუმბიელი ნარკობარონის ნათესავი, რობერტო ესკობარი Android-ზე მომუშავე საკეც სმარტფონს, Escobar Fold 1-ს უშვებს.

ცნობილი კრიმინალის და ნარკორეალიზატორის ნათესავი ამტკიცებს, რომ Samsung Galaxy Fold-ისგან განსხვავებით Escobar Fold 1 „არ ტყდება“.

სმარტფონის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ Fold 1 მსოფლიოს მასშტაბით „ნებისმიერ ქსელთან“ არის თავსებადი. იგი ორი SIM ბარათის მხარდაჭერით გაიყიდება. ახალი სმარტფონის ეკრანი Mate X-ის მსგავსად გარედან იკეცება.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, დაკეცილ მდგომარეობაში მისი AMOLED FHD Plus ეკრანი 7,8 დიუმს შეადგენს. Escobar Fold 1 ოპერაციულ სისტემად Android 9.0 (Pie)-ს, ხოლო პროცესორად Qualcomm Snapdragon 8 Series გამოიყენებს. ესკობარფონი 16 და 20 მპ-იანი კამერებით აღიჭურვება.

„Fold 1 ერთმნიშვნელოვნად რევოლუციური მოწყობილობაა მსოფლიო ბაზარზე. ბატონმა ესკობარმა ყველა საცალო და საბითუმო გადამყიდველს გვერდი აუარა და ფინანსური სარგებელი მომხმარებლების მხარეს დატოვა“ — აცხადებს Escobar Inc.-ის დირექტორი, ულოფ გუსტაფსონი.

დირექტორის თქმით Escobar Fold 1 ტექნიკური მახასიათებლებით „ბევრად სჯობს“ Apple-ის და Samsung-ის სმარტფონებს, რადგან ისინი ძველ ტექნოლოგიებს იყენებენ, რასაც უსაფუძვლოდ „ახალს“ უწოდებენ. ესკობარის კომპანიის განცხადებით დღეს 20 მპ-იანი კამერის ღირებულება $ 10-ზე ნაკლებია.

„ეს ის ინდუსტრიაა, რომელშიც უხვად იყო ინოვაციები, ახლა კი ტექნოლოგიური სამყარო სავსეა კომპანიებით, რომლებიც ამაზე მხოლოდ ფულს აკეთებენ. ზუსტად ამიტომაა Apple ყველაზე მდიდარი კომპანია, როდესაც კომპიუტერის სადგამს კომპანია სმარტფონზე უფრო ძვირად ყიდის. ეს აბსურდია და ბატონი ესკობარი ამას შეცვლის“— ულოფ გუსტაფსონი.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

ვატიკანმა Minecraft-ში საკუთარი ოფიციალური სერვერი შექმნა

Next Post

ახალ Qualcomm Snapdragon 865-ს 200 მპ-მდე კამერის მხარდაჭერა ექნება

Related Posts

Huawei-მ Mate 30/Mate 30 Pro-ზე სისტემის ჩამტვირთველი (bootloader) განბლოკა

კომპანია Huawei-მ აშშ-ს სანქციების პირობებში ახალი ფლაგმანების მიმართ ინტერესის გაზრდის კიდევ ერთ ხერხს მიმართა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მთავრობის…
გაიგე მეტი

Samsung Galaxy S11: რეჟისორის რეჟიმი და 8K ვიდეოგადაღება

OneUI 2.0 გარსის ბეტა-ვერსიის საშუალებით დეველოპერები Samsung Galaxy S11-ის შესახებ სულ უფრო მეტ ინფორმაციას ასაჯაროებენ. Samsung Camera-ში 8K…
გაიგე მეტი
Total
0
Share