სავაჭრო ომი გრძელდება — ტრამპის სანქციები, ამჯერად Xiaomi-საც შეეხო

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მა სანქცირებული კომპანიების სიაში 9 ჩინური კომპანია, მათ შორის ავიამშენებელი Comac და ელექტრონიკის მწარმოებელი Xiaomi შეიყავანა. ამერიკელმა ინვესტორებმა ამ კომპანიების აქტივები 2021 წლის 11 ნოემბრამდე უნდა გაასხვისონ.

ჩინეთის წინააღმდეგ შექმნილი შავი სია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გააფართოვეს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კომპანიები ჩინურ სამხედრო წარმოებას ეხმარებიან. შავ სიაში მყოფი კომპანიები, პენტაგონის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ძირს უთხრიან აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

CNBC-ის ინფორმაციით, შავ სიაში ახალი კომპანიების დამატების შედეგად, Xiaomi-ის აქციების ფასი 10%-ით დაეცა. Counterpoint Research-ის მონაცემებით კი, 2020 წლის მე-3 კვარტალში Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების წარმოების მასშტაბებით მე-3 ადგილს იკავებდა.

ჩინური ავიამშენებელი კომპანია Comac უარყოფს აშშ-ის ბრალდებებს. Xiaomi-ს საპასუხო განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ კომპანია არანაირად არაა დაკავშირებული სამხედრო წარმოებასთან, არ კონტროლდება და არ ექვემდებარება ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს. Xiaomi საკუთარი კომპანიის და მისი აქციონერების დასაცავად შესაბამისი ზომების მიღებას აანონსებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 იანვარს, აშშ-ის პრეზდეინტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელ მომხმარებლებს ჩინური გადახდის სისტემებით სარგებლობა შეუზღუდა. ახალი შეზღუდვა შეეხო გადახდის სერვისებს, როგორებიცაა Alipay, WeChat Pay, QQWallet, Tencent QQ, SHAREit, Vmate, WPS Office და CamScanner. ამ სერვისების ბლოკირების ოფიციალურ მიზეზად კი “აშშ-ის მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მითვისება და ფედერალური სამსახურის თანამშრომლების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციის შეგროვება” სახელდება.

2020 წლის დეკემბერში აშშ-მა სანქციები ჩიპების მწარმოებელი კომპანია SMIC-ის წინააღმდეგაც მიიღო. უკვე მეორე წელია სანქციების ქვეშ იმყოფება Huawei.

Total
0
Shares
Previous Post

გამოვიყენოთ თუ არა WhatsApp — ახალი კონფიდენციალობის პოლიტიკის რისკები

Next Post

2030 წლისთვის, კიბერუსაფრთხოებას მეტწილად ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს — კვლევა

Related Posts

ეფლის შემდეგ, შესაძლოა, დამტენის გარეშე Samsung Galaxy S21-იც გამოვიდეს

კომპანია სამსუნგმა ბრაზილიაში ახალი ფლაგმანები, Galaxy S21 და Galaxy S21+ უცნაური კომპლექტაციით დაარეგისტრირა. თანდართულ დოკუემნტაციაში აღნიშნულია, რომ სმარტფონების…
გაიგე მეტი

Windows 10-ს “ღრუბულებიდან“ გადაყენების შესაძლებლობა ექნება

კომპანია Microsoft-ი Windows 10-ის გადაყენების ახალ საშუალებაზე მუშაობს, რომელიც სისტემის ღრუბლოვანი საცავიდან კომპიუტერზე გადმოწერას და ინსტალაციას გულისხმობს.
გაიგე მეტი
Total
0
Share