fbpx
მეცნიერება

ტელესკოპი ჰაბლის მიერ, 2020 წელს გადაღებული შთამბეჭდავი 10 სურათი კოსმოსიდან

1 Mins read

გამოცემა Forbes-მა, ტელესკოპი Hubble-ის მიერ 2020 წელს გადაღებული ყველაზე შთამბეჭდავი 10 სურათი შეარჩია. იხილეთ კოსმოსის წარმოუდგენელი სილამაზე ამ სურათებში.

შეგახსენებთ, რომ Hubble არის ასტრონომიული ობსერვატორია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 1990 წელს გაუშვეს. 30 წლის განმავლობაში Hubble-მა მეცნიერებს მრავალი აღმოჩენა გააკეთებინა. მისი ექსპლუატაციის დასრულების ზუსტ თარიღს კი 2030 წლის შემდეგ უნდა ველოდოთ.

1. შავი ხვრელისგან წარმოქმნილი მტვერის ჩრდილი

2020 წელს ჰაბლმა დააფიქსია მტვერი, რომელიც აქტიური გალაქტიკა IC 5063-ის შავი ხვრელის სიახლოვეს ჩანს.

ფოტოსურათი: NASA

2. “ფარდობითობის ბეჭდები”

აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, მასიურ ობიექტებს ლინზის ფუნქციის შესრულება შეუძლიათ, რომლებიც ღრმა კოსმოსში ობიექტების გამოსახულებას ცვლიან.

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება ჰაბლმაც გადაიღო.

ფოტოსურათი: NASA

3. frEGGS

ამ ასოებით ინგლისურ ენაში აღნიშნულია მუქი, გაზომტვეროვანი ღრუბლები, რომლებშიც ახალი ვარსკვლავები იბადებიან.

ფოტოსურათი: NASA

4. დიდი სპირალისებრი გალაქტიკა UGC 2885

ვიზუალურად ჩვენი გალაქტიკის მსგავსი, თუმცა ირმის ნახტომზე 10-ჯერ უფრო დიდი.

ფოტოსურათი: NASA

5. კომეტა ATLAS-ის სიკვდილი

ამ კომეტის 30 ფრაგმენტი რამდენიმე ხნის წინ ნაწილებად დაიშალა და Hubble-მა ამის აღბეჭდვაც მოახერხა.

ფოტოსურათი: NASA

6. ნისლეული “კოსმოსური პეპელა”

წელს მეცნიერებმა იალქნების თანავარსკვლავედში, ჩვენგან 3000 სინათლის წლით დაშორებით აღმოაჩინეს უჩვეულო კოსმოსური სისტემა — პეპლის ფორმის მქონე პლანეტარული ნისლეული.

ობიექტს NGC 2899 სახელი მიენიჭა და იგი წარმოადგენს “საოცარი ფერების მქონე სიმეტრიულ ფიგურას, რომელიც ძალიან გვაგონებს პეპელას”.

ფოტოსურათი: NASA

7. იუპიტერის ქარიშხალი

ტელესკოპ ჰაბლის უახლესი სურათის საშუალებით, მეცნიერებმა მზის სისტემის უმსხვილესი პლანეტის ზედაპირზე ახალი ქარიშხლის ფორმირება დააფიქსირეს.

ფოტოსურათი: NASA

8. ზეახალი ვარსკვლავის (სუპერნოვა) ნარჩენი

ეს მშვენიერი ყვითელი ზოლი — დარტყმითი ტალღა, რომელიც ვარსკვლავ გედს ეკუთვნის — იგი ჩვენგან 2400 სინათლის წლითაა დაშორებული.

ფოტოსურათი: NASA

მეცნიერები გვაფრთხილებდნენ, რომ Starlink-ის თანაგზავრების “თანავარსკვლავედი” მიწისზედა და ორბიტალური ტელესკოპების მუშაობას შეუშლიდა ხელს — ესეც ამის თვალსაჩინო მტკიცებულება.

ფოტო: NASA

10. კოსმოსური რიფი

დაბოლოს, ჰაბლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურათი — ვარსკვლავების პროცესების რეგიონი, რომელიც დაფარულია წითელი და ლურჯი შეფერილობის ნისლეულებით.

ფოტოსურათი: NASA

დაკავშირებული სტატიები
მეცნიერება

მზის სხივები COVID-19-ს 8-ჯერ უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე აქამდე გვეგონა

1 Mins read
მეცნიერების ჯგუფი მკვლევრებს მოუწოდებს გააგრძელონ კვლევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანეიტრალებს მზის გამოსხივება SARS-CoV-2-ს. ამის შესახებ ინფორმაციას Science Alert ავრცელებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის…
მეცნიერება

მკვლევრებმა "თვითმკვლელი ჭიანჭველების" ახალ სახეობას მიაგნეს

1 Mins read
მკვლევრები უკვე დიდიხანია, რაც ჭიანჭველების საინტერესო სახეობას აკვირდებიან — ისინი კოოპერირების უნარით გამოირჩევიან აქვთ და ერთმანეთს მძიმე ტვირთის გადაზიდვაში, “ბრძოლის ველიდან” დაჭრილების…
მეცნიერება

ქალაქის თაგვები, სოფლის თაგვებზე უფრო გონიერები არიან — კვლევა

1 Mins read
გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალაქის თაგვები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მათი სოფლელი ნათესავები. შედარებით მაღალი ინტელექტი განპირობებულია იმით, რომ ქალაქელი თაგვები ადამიანებთან…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.