ტექნოლოგიური გიგანტების შემოსავალი ახალ რეკორდებს ხსნის

უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავალი წარმოუდგენლად მაღალ ნიშნულს აღწევს — წერს Financial Times. გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკა პანდემიისგან მიყენებული დარტყმისგან აღდგენას იწყებს, რაც ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლების შესახებ საკუთარი ანგარიში Apple-მა, Microsoft-მა და Alphabet-მა სამშაბათს გამოაქვეყნეს. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მოთხოვნა ციფრულ მომსახურებასა და გაჯეტებზე ზრდას განაგრძობს, რის შედეგადაც, ტექნოლოგიურ კომპანიებს ეკონომიკის აღდგენაში დიდი როლი ერგოთ. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური და ციფრული ბიზნესი COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მწვავე ფაზაშიც კი საკუთარი მდგრადობით გამოირჩეოდა.

Line chart of Year-on-year quarterly revenue growth (%) showing Pandemic winners
FT

სამი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, გასულ კვარტალში, გადასახადების გადახდის შემდეგ, ყოველკვირეულად, შემოსავლის სახით $5 მილიარდამდე იღებდა. ჯამურმა მოგებამ კი $56.8 მილიარდს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ მეტია და 30%-ით მეტი, ვიდრე უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ.

AllianceBernstein-ის აქტივების პორტფელის მმართველი, ჯიმ ტირნი ამ ციფრებს “განმაცვიფრებელს” უწოდებს და აცხადებს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში შეძენილი “ციფრული ჩვევები” მომავალშიც არ დაკარგავს აქტუალობას.

როგორც მაიკროსოფტის გენერალური დირექტორი, სატია ნადელა აღნიშნავს, კომპანიის მაღალი მაჩვენებლები იმის ნათელი მაგალითია, რომ ტექნოლოგიებზე გაზრდილი ხარჯები ტენდენციად იქცა, რასაც ტექნოლოგიური კომპანიების ზრდა და შემოსავლის ახალი რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს.

წინა სტატია

აცრა მამაკაცებში უნაყოფობასა და სექსუალურ დისფუნქციას ვერ გამოიწვევს — ახალი კვლევა

შემდეგი სტატია

როგორ უნდა გამოიყენოთ ტექსტის წაკითხვის ფუნქცია TikTok-ზე

შეთავაზებული სტატიები

Netflix-ის მსახიობებისთვის და თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

მსოფლიოში სულ უფრო მეტი კომპანია გადადის COVID-19-ის სავალდებულო ვაქცინაციის სტრატეგიაზე. Netflix კი ჰოლივუდის პირველი მსხვილი სტუდიაა, რომელმაც საკუთარი…
გაიგე მეტი

დღეს, PayPal-ზე კრიპტოვალუტებით გადახდა გააქტიურდა

ჩვენ უკვე ვიცით, რომ PayPal კრიპტოვალუტებით გადახდების მხარდაჭერას გეგმავდა. ცოტა ხნის წინ, ონლაინ გადახდების აპლიკაციამ გამოაცხადა, რომ აშშ-ს…
გაიგე მეტი

Reddit განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

2021 წლის 8 თებერვალს, Reddit-მა განვითარების ახალი ეტაპი დააანონსა, რომელიც გლობალურად, სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვასა და დაფინანსების რიგით მე-5…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
37
გაზიარება