ტვიტერი, Clubhouse-ის ანალოგს ქმნის — ვიდეო

მიკრობლოგების ქსელი ტვიტერი, აპრილში მომხმარებლებისთვის ხმოვანი ჩატის ჩაშვებას გეგმავს.

როგორც DW იუწყება, ახალი სერვისი, სახელწოდებით Spaces, ამჟამად ტესტირების ეტაპზეა.

ტვიტერის მიერ ნაჩვენები ვიდეორგოლის მიხედვით ირკვევა, რომ Spaces, სოციალურ ქსელში იქნება ინტეგრორებული. მომხმარებლები უცხო აუდიოჩატში შესვლას ან საკუთარი აუდიო “სივრცის” შექმნას შეძლებენ.

ასეთი სახით, ახალი Spaces, შესაძლოა, პოპულარული Clubhouse-ის კონკურენტად იქცეს.

შეგახსენებთ, რომ Clubhouse წარმოადგენს სოციალურ ქსელს, რომელიც აუდიოჩატის ვირტუალური ოთახებისგან შედგება. სოციალური ქსელში გაწევრიანებისთვის კი მომხმარებელს სპეციალური მოსაწვევის მიღება სჭირდება.

გარდა ამისა, Clubhouse-ის ანალოგის გამოსაშვებად კომპანია Xiaomi-ც ემზადება.

2021 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით, Clubhouse 8.1 მილიონმა მომხმარებელმა გადმოიწერა. ახალი ტრენდული სოც.ქსელის აპლიკაცია ოფიციალურად მხოლოდ iOS-ზეა ხელმისაწვდომი.

Total
0
Shares
Previous Post

ხელოვნური ინტელექი, როგორც მოსამართლე და ფარმაცევტი — ქვეყნების გამოცდილება

Next Post

როგორ შეგვცვალა ონლაინ ცხოვრების ერთმა წელმა

Related Posts

Instagram-სა და Messenger-ში გაზიარებულ ბმულებს Facebook განზრახ ინახავს

Facebook ინახავს ყველა იმ ბმულს, რომელსაც თქვენ აზიარებთ Messenger-სა და Instagram-ის საშუალებით. საუბარია არა მხოლოდ ლინკზე, არამედ გვერდის…
გაიგე მეტი

Twitter-ში ახალ ფუნქციებს აანონსებენ

Twitter-ში ორი მნიშვნელოვანი სიახლე დაანონსდა და აქედან ერთ-ერთი მონეტიზაციის მოდელს წარმოადგენს, რომელიც აქამდე სხვა სოციალურ პლატფორმებზეც წარმატებით გამოიყენეს.…
გაიგე მეტი

Facebook, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამო, $650 მილიონით დაჯარიმდა

ფედერალურმა მოსამართლემ, პარასკევს, ფეისბუქს 650 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სოციალურ ქსელს ამ თანხის გადახდა კონფიდენციალურობის რეგულაციის…
გაიგე მეტი
Total
0
Share