fbpx
აპლიკაციები

უკრაინა — პირველი ქვეყანა, რომელმაც ციფრული პასპორტი, ჩვეულებრივს გაუთანაბრა

1 Mins read

უმაღლესმა რადამ, #4355 კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, ციფრული პასპორტი, რომელიც მობილურ აპლიკაცია “Дія”-შია განთავსებული, იურიდიული ძალით ჩვეულებრივ ფიზიკურ დოკუმენტს უთანაბრდება. ამის შესახებ უკრაინის “ონლაინ სახელმწიფო სერვისების” ვებ-გვერდი წერს.

კანონპროექტს მხარი 302-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის ტექსტის თანახმად, უკრაინის მოქალაქის ციფრულ პასპორტს საზღვრის გადაკვეთისას იგივე ძალა ექნება, რაც მის ფიზიკურ ანალოგს. გარდა ამისა, 2021 წლის 23 აგვისტოდან ციფრული პასპორტის ოფიციალურ დოკუმენტად აღიარება სავალდებულო იქნება ყველა ორგანიზაციისთვის.

ციფრული პასპორტი ვალიდურია უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში, ფიზიკური პასპორტის ქონა აუცილებელია საზღვრის გადაკვეთისას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და გამოსვლისთვის.

ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი აღნიშნავს, რომ სმარტფონში ჩაშენებულ ციფრულ დოკუმენტებს უკვე აქტიურად იყენებენ პოლონეთსა და სამხრეთ კორეაში. მსგავსი პროექტები ასევე ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, ფინეთსა და ა.შ.შ-ში. ესტონეთის მოქალაქეებს კი ციფრული პასპორტით სახელმწიფო სერვისების მიღება და საკუთარი საბანკო ანგარიშების მართვა შეუძლიათ.

“თუმცა, უკრაინა პირველი ქვეყანაა, რომელმაც სმარტფონში არსებული ციფრული პასპორტი, იურიდიული თვალსაზრისით მის ფიზიკურ ანალოგს, კანონის დონეზე გაუთანაბრა”, — აღნიშნავს მინისტრი და ამატებს, რომ ეს გადაწყვეტილება, მათ შორის ეკოლოგიისთვისაც მნიშვნელოვანია და მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი საბუთის ან პასპორტის ქსეროასლების გადაღება.

დაკავშირებული სტატიები
აპლიკაციები

Android-ის Chrome-ში ნივთების ფასებზე დაკვირვების ფუნქცია დაემატა

1 Mins read
Android-ის ოპერაციულ სისტემაზე გამოსულ Chrome 90-ში სასურველ ნივთების ფასზე დაკვირვების ფუნქცია გამოჩნდა, რომელიც დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ ნებისმიერ ცვლილებას. თუმცა, როგორც ჩანს, ის ჯერ…
აპლიკაციები

Clubhouse მონეტიზაციას ამატებს

1 Mins read
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Clubhouse, კონტენტის მონეტიზაციის მიზნით პლატფორმაზე Payments ფუნქციას ამატებს. საწყის ეტაპზე, ფუნქცია სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ…
აპლიკაციებიკიბერუსაფრთხოება

Clubhouse–ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა ქსელში გაჟონა

1 Mins read
როგორც ჩანს, სოციალური ქსელის პლატფორმების წლის ყველაზე ცუდ კვირას, მონაცემთა გაჟონვის თვალსაზრისით, ქლაბჰაუსიც შეუერთდა. Facebook-სა და LinkedIn-ის მილიარდზე მეტი პროფილიდან მოპარული, პირადი…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.