ფეისბუქის 533 მილიონი მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა ქსელში გაჟონა

ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე, შაბათს, 3 აპრილს, მომხმარებელმა ასობით მილიონი ფეისბუქის მომხმარებლის ტელეფონის ნომრები და სხვა პირადი მონაცემები გაასაჯაროვა — ინფორმაცია სრულიად უფასოდ და საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ინფორმაციას Business Insider ავრცელებს

გაჟონილი ინფორმაცია მოიცავს ფეისბუქის 533 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებს 106 ქვეყნიდან — 32 მილიონი ჩანაწერი აშშ-დან, 11 მილიონი ჩანაწერი დიდი ბრიტანეთიდან, 6 მილიონი ჩანაწერი ინდოეთიდან, 95 000 ჩანაწერი საქართველოდან. პირადი მონაცემები მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ფეისბუქის პერსონალური ID, სრული სახელები, საცხოვრებელი ადგილები, დაბადების თარიღები და ელ.ფოსტის მისამართები. ამ მონაცემებით, მარტივადაა შესაძლებელი, მათ შორის, მომხმარებელთა პირადი ტელეფონის ნომრის გარკვევაც.

ფეისბუქის განცხადებით, ამ მონაცემებმა სოციალური ქსელიდან 2019 წელს გაჟონა.

აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, ბოროტმოქმედებს მარტივად შეუძლიათ მიითვისონ პიროვნება და ყალბი ანგარიშით, სოციალური ინჟინერიის გამოყენებით უფრო მეტი გაიგონ მომხმარებლის შესახებ.

წინა სტატია

მზის სხივები COVID-19-ს 8-ჯერ უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე აქამდე გვეგონა

შემდეგი სტატია

Google I/O დაბრუნდა

შეთავაზებული სტატიები

25 000-მდე საქართველოს მოქალაქის პირადმა მონაცემება ქსელში გაჟონა

საქმე ეხება 800 000 ფაილს, რომელიც ჰაკერებმა კოსმეტიკური კომპანია “Oriflame”-ის სერვერიდან მოიპოვეს. თავისუფალ წვდომაში აღმოჩნდა 25 000-მდე საქართველოს…
გაიგე მეტი

“თქვენ, შესაძლოა გისმენენ”— როგორ დავიცვათ თავი მიყურადებისგან

მიყურადებასთან დაკავშირებული გამოწვევა, დღეს საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნებშიც დგას და არაა გამორიცხული, რომ საქართველოს შემთხვევაშიც საქმე გვქონდეს ჯაშუშ…
გაიგე მეტი

კრიტიკული ხარვეზი Jira-ში — Atlassian მომხმარებლებს განახლებისკენ მოუწოდებს

კომპანია Atlassian, საკუთარ კორპორატიულ კლიენტებს Jira Data Center-სა და Jira Service Management Data Center-ში აღმოჩენილი კრიტიკული უსაფრთხოების ხარვეზის…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
2
გაზიარება