ქალაქის თაგვები, სოფლის თაგვებზე უფრო გონიერები არიან — კვლევა

გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალაქის თაგვები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მათი სოფლელი ნათესავები. შედარებით მაღალი ინტელექტი განპირობებულია იმით, რომ ქალაქელი თაგვები ადამიანებთან თანაცხოვრებისთვის საჭირო ადაპტაციას გადიან.

კვლევაში 17 ზოლიანი საველე თაგვი და ბერლინის 14 პატარა ბინადარი მონაწილეობდნენ. ისინი სპციალურ, ლაბირინთიან ვოლიერში მოათავსეს. იმისთვის, რომ თაგვებს საკვები მიეღოთ, მათ ლაბირინთი უნდა გადაელახათ.

ქალაქელი თაგვების 77%-მა ამოცანას უფრო სწრაფად გაართვა თავი, თუმცა საველე თაგვები მიზანდასახულობითა და თავდაჯერებულობით გამოირჩეოდნენ.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თაგვებში ეს თვისებები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განვითარდა. ქალაქელ თაგვებს, საკვების მისაღებად მუდმივად უწევთ ახალ პირობებთან ადაპტაცია, რადგან მათ გარშემო არსებული გარემო ცვალებადია. საველე თაგვებს შედარებით ნაკლები არჩევანი აქვთ, ამიტომ მათი ამოცანაა მოიპოვონ საკვები ნებისმიერ ფასად.

გარდა ამისა, ქალაქელ მღრღნელებს, საკვების მოპოვებისთვის უფრო მეტი საფრთხის აცილება უწევთ, რაც მათ ინტელექტზე მიგვანიშნებს.

სოფლელი თაგვების ცხოვრება კი, შედარებით სტაბილურია და მათ არ სჭირდებათ ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის გავლა.

Total
0
Shares
Previous Post

ებოლას ახალი შემთხვევები გვინეასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა

Next Post

მკვლევრებმა “თვითმკვლელი ჭიანჭველების” ახალ სახეობას მიაგნეს

Related Posts

მეცნიერებმა ისპანახს ნაღმების აღმოჩენა და შეტყობინების გაგზავნა ასწავლეს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა ისპანახს მინების ძიება და მათ შესახებ შეტყობინების ელ.ფოსტის მეშვეობით გაგზავნა “ასწავლეს”, — წერს Euronews.…
გაიგე მეტი

მკვლევრებმა “თვითმკვლელი ჭიანჭველების” ახალ სახეობას მიაგნეს

მკვლევრები უკვე დიდიხანია, რაც ჭიანჭველების საინტერესო სახეობას აკვირდებიან — ისინი კოოპერირების უნარით გამოირჩევიან აქვთ და ერთმანეთს მძიმე ტვირთის…
გაიგე მეტი

ძაღლებს COVID-19-ის აღმოჩენა 90%-იანი სიზუსტით შეუძლიათ — კვლევა

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მონაცემებით, ძაღლებს ადამიანის COVID-19-ით ინფიცირების ფაქტის გამოვლენა 90%-იანი სიზუსტით შეუძლიათ. კვლევის მიხედვით, ოთხფეხა მეგობრები ვირუსს…
გაიგე მეტი
Total
0
Share