შვედეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ეროვნული ვალუტის ტესტირებას იწყებს

საპილოტე პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

შვედეთის ცენრალურმა ბანკმა კომპანია Accenture-თან ერთად ელექტრონული კრონის ან ე.წ e-krona-ს ტექნიკური გადაწყვეტის ერთ-ერთი ვარიანტის გამოცდას იწყებს. ტექნიკური გადაწყვეტა DLT ან ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დაეფუძნება, ხოლო პროექტის მიზანი „ციფრული კრონის იზოლირებულ სატესტო გარემოში შექმნაში“ მდგომარეობს.

იმისთვის, რომ e-krona-მ გაამართლოს, იგი მოსახერხებელი და სარგებლობისთვის მარტივი უნდა იყოს. გარდა ამისა, ციფრული ვალუტა უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოებისა და წარმადობის კრიტიკულ მოთხოვნებს. დააკმაყოფილებს თუ არა აღნიშნულ მოთხოვნებს შერჩეული გადაწყვეტა უშუალოდ ტესტირების პროცესში გამოჩნდება.

სატესტო გარემოში მოდელირებული მომხმარებლები შეინახავენ კრონებს ელ.საფულეში, განახორციელებენ ტრანზაქციებს, გადაიხდიან გადასახადებს და შეასრულებენ სხვა ოპერაციებს. საპილოტე პროექტი 2021 წლის თებერვალში დასრულდება.

შვედეთის ცენტრალური ბანკი განმარტავს, რომ ელექტრონული კრონის ჩაშვების გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Samsung-მა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო ქარხანა დახურა

Next Post

ახალი კორონავირუსის გამო Facebook-მა F8 კონფერენცია გააუქმა

Related Posts

ირანი, კრიპტოვალუტის მაინერების გამო ელ.ენერგიის გარეშე დარჩა

ირანის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა კრიპტოვალუტის მაინერებს უკავშირდება. მაინერების გამო ჩაბნელდა ისეთი ქალაქები,…
გაიგე მეტი

ილონ მასკი ტვინის ჩიპის გამოშვებას წლის ბოლომდე გეგმავს

Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა საკუთარი კიდევ ერთი კომპანიის, Neuralink-ის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მასკის თქმით, მისი სტარტაპი Neuralink წელს…
გაიგე მეტი

Microsoft-ი Project xCloud-ის საჯარო ტესტირებას სამ ქვეყანაში იწყებს

შოუ Inside Xbox-ის დროს Microsoft-ის წარმომადგენლებმა ოქტომბრის თვიდან სმარტფონებზე Project xCloud-ის საჯარო ტესტირების დაწყება დააანონსეს. ვინაიდან პროექტი ამჟამად…
გაიგე მეტი
Total
0
Share