ტექნოიდი

ტექნოიდი პირველი სრულად ტექნოლოგიური ონლაინ მედია პლატფორმაა საქართველოში. იდეისკონცეფცია გაჩნდა 2012 წელს, ბლოგ Msinfo-ს სახით. პლატფორმა ხელს უწყობდა საქართველოში ახალი, სამეცნიერო და ტექნოლოგიური საინფორმაციო ბაზრის განვითარებას და დიდი პოპულარობით სარგებლობდა აღნიშნული პერიოდისთვის. ტექნოიდი ინარჩუნებს ძველ ფილოსოფიას ახალი და ინოვაციური, ტექნოლოგიური მედია პლატფორმის შესაქმნელად. იდეას განასხვავებს თავისი სტილი, რომელსაც ჩვენ თავისუფლების პოლიტიკა დავარქვით, რაც ობიექტურ გაშუქებას შეზღუდვების გარეშე გულისხმობს. ჩვენთან ერთად თქვენ პირველები გაიგებთ ბოლო სიახლეებს მეცნიერების და ტექნოლოგიების სამყაროდან. შეიტყობთ უფრო მეტს უახლესი მიღწევების, ტრენდული მიმართულებების, ხელოვნური ინტელექტისა და კაცობრიობის მომავლის შესახებ.