ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები მკვეთრად შემცირდა

ნოემბრის თვის მონაცემებით ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები 35%-ით შემცირდა.

შესაძლოა ამის მიზეზი აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომია, რის გამოც ჩინელები Apple-ის პროდუქციის ნაცვლად არჩევანს ეროვნულ Huawei-ზე აკეთებენ.

Credit Suisse-ს ანალიტიკოსი, მეთიუ კაბრალი ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჩინეთში iPhone-ის მიწოდება სექტემბერი-ნოემბრის პერიოდში გასულ წელთან შედარებით 7,4%-ით შემცირდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ოქტომბრის თვეში გაყიდვები 10,3%-ით შემცირდა.

Apple-ის ბაზრის წილი მე-3 კვარტალში  7%-დან 5%-მდე დაეცა იმ დროს, როცა Huawei Technologies Co Ltd-მ სმარტფონების ბაზრის რეკორდული 42% დაიპყრო.

შეგახსენებთ, რომ Apple-ის და სხვა კომპანიების ანალიტიკოსები ჩინეთში iPhone 11-ის გაყიდვების დაწყებას ოპტიმისტურად უყურებდნენ, თუმცა სავაჭრო ომმა იმაზე დიდი გავლენა იქონია  გაყიდვებზე, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

Apple-ი მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას გააუქმოს დამატებითი გადასახადები ჩინეთში წარმოებულ Apple-ის საათებსა და iPhone-ის კომპონენტებზე. აღნიშნული საგადასახადო რეგულაცია ძალაში 15 დეკემბერს შევიდა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

ახალ Qualcomm Snapdragon 865-ს 200 მპ-მდე კამერის მხარდაჭერა ექნება

Next Post

Facebook-ის 267 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ღია წვდომაში აღმოჩნდა

Related Posts

ოკუპაცია: როგორ დაიწყო ომი კიბერ სივრცეში?

ზუსტად 11 წლის წინ რუსული საოკუპაციო ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია დაიწყო. დღემდე გარკვეული პოლიტიკური…
გაიგე მეტი

ხელოვნური ინტელექი, როგორც მოსამართლე და ფარმაცევტი — ქვეყნების გამოცდილება

საქართველოში ამ ეტაპზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და დანერგვის მკაფიო ხედვა არ არსებობს, თუმცა მრავალი სახელმწიფო სულ უფრო აქტიურად…
გაიგე მეტი

2020 წელს მობილურ აპლიკაციებში მომხმარებლებმა $100 მილიარდი დახარჯეს

ანალიტიკურმა კომპანია Sensor Tower-მა მობილური აპლიკაციების სამომხმარებლო ხარჯების კვლევა გამოქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2020 წელს მომხმარებლებმა App Store-სა და…
გაიგე მეტი
Total
0
Share