ჰაკერები უფრო აქტიურად უტევენ პანდემიასთან ბრძოლაში ჩაბმულ ინდუსტრიებს — IBM-ის ანგარიში

IBM-ის ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ 2020 წელს, ჰაკერები 2-ჯერ უფრო ხშირად უტევდნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც COVID-19-თან ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი. ამის შესახებ IBM-ის დეტალური ანგარიში წარმოდგენილია X-Force Threat Intelligence Index-ში.

გასულ წელს კიბერშეტევები უფრო ხშირად განხორციელდა საავადმყოფოებზე, სამედიცინო ტექნიკის მწარმოებლებზე, ფარმაცევტულ კომპანიებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში ჩაბმულ ინდუსტრიებს ელ.ენერგიით ამარაგებდნენ.

“პანდემიამ, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალა, ხოლო ბოროტმოქმედებს საკუთარი პრიორიტეტების შეცვლა მოუწიათ. უამრავი ორგანიზაცია პირველად აღმოჩნდა გლობალურ კრიზისთან ბრძოლის მოწინავე ხაზზე”, — აღნიშნავს Global Threat Intelligence მიმართულების ხელმძღვანელი, ნიკ როსმანი.

IBM-ში აღნიშნავენ, რომ კიბერდამნაშავეთა სამიზნეები COVID-19-თან დაკავშირებული ვითარების ცვლილების შესაბამისად იცვლებოდა. ჰაკერების ძირითად სამიზნეს ის ორგანიზაციები წარმოადგენდნენ, რომელთა მოკლეხნიანი შეფერხებაც კი სერიოზულ პრობლემებს შექმნიდან.

2020 წლის მონაცემებით, კიბერდამნაშავეების დარგობრივ სამიზნეს ძირითადად წარმოება და ენერგეტიკა წარმოადგენდნენ. კიბერშეტევების რაოდენობით ისინი მხოლოდ სადაზღვევო და საფინანსო სფეროს ჩამორჩებოდნენ.

ანგარიშის ავტორებმა ასევე გაარკვიეს, რომ:

  • უსაფრთხოების მოწყვლადობას ჰაკერები უფრო ხშირად იყენებდნენ დანაშაულებრივი შეღწევისთვის, ვიდრე ფიშინგს.
  • კიბერშეტევებისგან ევროპა, სხვა რეგიონებზე მეტად დაზარალდა.

წინა სტატია

Facebook, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამო, $650 მილიონით დაჯარიმდა

შემდეგი სტატია

Twitter-ში ახალ ფუნქციებს აანონსებენ

შეთავაზებული სტატიები

კრიტიკული ხარვეზი Jira-ში — Atlassian მომხმარებლებს განახლებისკენ მოუწოდებს

კომპანია Atlassian, საკუთარ კორპორატიულ კლიენტებს Jira Data Center-სა და Jira Service Management Data Center-ში აღმოჩენილი კრიტიკული უსაფრთხოების ხარვეზის…
გაიგე მეტი

Windows-ის კრიტიკული უსაფრთხოების პრობლემა — PrintNightmare

მაიკროსოფტმა, 2021 წლის 1 ივლისს სისტემური ადმინისტრატორები ნულოვანი დღის კრიტიკული უსაფრთხოების სისუსტის, CVE-021-34527-ის შესახებ გააფრთხილა, რომელიც Windows-ის ყველა…
გაიგე მეტი

ვირუსთა წარმომავლობაზე მონადირე ქართული ხელსაწყო — მოხუცი ბობი

დღეს, კიბერუსაფრთხოებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს რევერსული ინჟინერია. სწორედ რევერსული ინჟინერიის დახმარებითაა შესაძლებელი ვირუსების წარმოშობის თუ კავშირის დადგენა,…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
1
გაზიარება