ჰაკერებმა წყლის ფილტრაციის სისტემა გატეხეს და ფლორიდაში, 15 000 ადამიანის მოწამვლა სცადეს

უცნობმა ჰაკერებმა, ფლორიდაში, 15 000-იანი დასახლების, ოლდსმარის წყლის ფილტრაციის სისტემა გატეხეს და სასმელ წყალში ნატრიუმის ჰიდროქსიდის დონის გაზრდა ჯანმრთელობისთვის საშიშ ნიშნულამდე გაზრდა სცადეს. ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ 8 თებერვალს შეიტყო.

ინციდენტი 5 თებერვალს მოხდა. როგორც Reuters იუწყება, ჰაკერებმა წყალმომარაგების თანამშრომლის კომპიუტერს TeamViewer-ით დაუკავშირდნენ და ამ გზით სრული კონტროლი დაამყარეს ფილტრაციის სისტემაზე. პოლიციაში TeamViewer-ის გამოყენების ფაქტს არ ადასტურებენ.

ცნობილია, რომ ჰაკერებმა თანამშრომლის კომპიუტერს 2-ჯერ დაუკავშირდნენ. თანამშრომელმა აღნიშნული ფაქტი შეამჩნია, თუმცა ჩათვალა, რომ ამას მისი ხელმძღვანელი, შემოწმების მიზნით აკეთებდა. მერე დაკავშირების შემდეგ კი, ბოროტმოქმედებმა წყალში ნატიუმის ჰიდროქსიდის დონის 100-ჯერ გაზრდა სცადეს. ოპერატორმა აღნიშნული ფაქტი დროულად შენიშნა, მაჩვენებლები ნორმაში დააბრუნა და მის უშუალო ხელმძღვანელს შეატყობინა. შედეგად, ჰაკერი ქსელს გამოეთიშა — კიბერშეტევა ჯამში 3-5 წუთი გრძელდებოდა.

ნატრიუმის ჰიდროქსიდი მცირე დოზებში საფრთხეს არ წარმოადგენს და წყლის გასაწმენდად გამოიყენება, თუმცა ნივთიერება საერთო ჯამში ტოქსიკურია და მისი გადაჭარბებული მიღებით ქიმიური დამოწვრობა გარდაუვალია.

ვინაიდან ოპერატორმა ინციდენტი დროულად შეამჩნია და მიიღო შესაბამისი ზომები, ტრაგედია თავიდან იქნა აცილებული.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოძიების ფედერალურ ბიუროს დახმარების თხოვნით მიმართა. დამნაშავეების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

Total
0
Shares
Previous Post

ტერმინალი Eurasian Startup Awards-ის გამარჯვებული გახდა

Next Post

განახლება MacOS Big Sur-მა შესაძლოა პირადი მონაცემები წაგიშალოთ და მყარი დისკი დააზიანოს

Related Posts

SolarWinds: მასშტაბური კიბერშეტევის ახალი დეტალები

კორპორაცია მაიკროსოფტი აგრძელებს SolarWinds-ზე განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის ამოძიებას და ახალი ფაქტების დადგენის პროცესს. როგორც გაირკვა, SolarWinds-ის მავნე კოდის…
გაიგე მეტი

ჰაკერებმა 2010 წლის შემდეგ გამოშვებულ ყველა iPhone-ში უსაფრთხოების კრიტიკული ხარვეზი აღმოაჩინეს

A5— A11 ჩიპებზე მომუშავე iOS მოწყობილობებში უსაფრთხოების კრიტიკული ხარვეზი აღმოაჩინეს, რომელიც iPhone 4S-დან iPhone 8/iPhone X-ის ჩათვლით Apple-ის…
გაიგე მეტი

Android სმარტფონებზე „უკვდავი“ Trojan ტიპის ვირუსი ვრცელდება

კომპანია Symantec-ის სპეციალისტები ავრცელებენ ინფორმაციას ახალი მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ. Xhelper-ი ყოველდღიურად სულ უფრო მეტ Android მოწყობილობას აინფიცირებს.…
გაიგე მეტი
Total
0
Share