2020 წელს მობილურ აპლიკაციებში მომხმარებლებმა $100 მილიარდი დახარჯეს

ანალიტიკურმა კომპანია Sensor Tower-მა მობილური აპლიკაციების სამომხმარებლო ხარჯების კვლევა გამოქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2020 წელს მომხმარებლებმა App Store-სა და Google Play-ში ჯამურად $100 მილიარდი დახარჯეს. განსაკუთრებით აქტიური კი შობის პერიოდი აღმოჩნდა.

შობამდე რამდენიმე დღით ადრე, მომხმარებლებმა iOS და Android მოწყობილობებისთვის აპლიკაციების შეძენაში ჯამურად $407 მილიონი დახარჯეს. ანალიტიკოსების განცხადებით, ეს რიცხვი 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 34%-ით გაიზარდა.

Sensor Tower

მომხმარებლები, ტრადიციულად, ყველაზე ხშირად მობილურ თამაშებს ყიდულობდნენ — ჯამურად ამ კატეგორიაში $295,6 მილიარდი დაიხარჯა.

“ეფლის აპლიკაციების მარკეტი, App Store, უფრო მეტ მოგებას აგენერირებს, ვიდრე Google Play. სრული მოგების 68,4% ზუსტად ეფლის მარკეტზე მოდის”, — აღნიშნულია კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ეფლმა App Store-დან გაყიდვებზე საკომისიო გადასახადი შეამცირა, რაც დეველოპერებს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

Total
0
Shares
Previous Post

TikTok გადახდების საკუთარ სისტემაზე მუშაობს

Next Post

ადამიანის ოფლი, როგორც ენერგიის წყარო — ახალი კვლევის შედეგები

Related Posts

რატომ ასრულებს Apple-ი კრემლის მოთხოვნებს და რას ნიშნავს ეს IT ინდუსტრიისთვის

შავ პარასკევამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანია Apple-მა საკუთარი მომხმარებლების პოლიტიკური მგრძნობელობის შემოწმება გადაწყვიტა. Apple-მა ყირიმი საკუთარ რუკებში რუსეთის…
გაიგე მეტი

Microsoft Edge-ში ისტორიის და გახსნილი ჩანართების სინქრონიზაცია გამოჩნდა

ბრაუზერი Microsoft Edge-ის ბოლო განახლებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია — Android, Windows-სა და macOS-ს შორის ისტორიის და ჩანართების (ტაბების) სინქრონიზაცია…
გაიგე მეტი

Huawei რუკების საკუთარ სერვისს უშვებს

Huawei Technologies Co.-მ საკუთარი კარტოგრაფიული სერვისის— Map Kit-ის ჩაშვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. კომპანია მომხმარებლებს Map Kit-ის ლოკალურ…
გაიგე მეტი
Total
0
Share