fbpx
მედიცინა

2020 წელს, სიკვდილის მიზეზებს შორის, COVID-19-მა მე-4 ადგილი დაიკავა

1 Mins read

2020 წლის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის, COVID-19-მა მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-20 სიკვდილის ფაქტი ახალ კორონავირუსს უკავშირდება. ამის შესახებ საკუთარ ანგარიშს Think Global Health აქვეყნებს.

მკვლევართა ინფორმაციით, გულის უკმარისობით, გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 10,89 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2020 წლის სიკვდილიანობის მაჩვენებლის 15,5%-ს შეადგენს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ინსულტმა, 2020 წელს 7,8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (11,1%).

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით კი გასულ წელს 3,91 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

COVID-19-მა ამ სტატისტიკაში მე-4 ადგილი დაიკავა — ახალმა ვირუსმა 3,07 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციისგან კი 2,97 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე კვლევის მიხედვით, COVID-19 სიკვდილიანობის რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებდა ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები ფიქსირდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, ამერიკასა და ევროპის კონტინენტზე, სიკვდილიანობის მაჩვენებლის 80% ახალ კორონავირუსზე მოდიოდა, თუმცა ამ ორი კონტინენტის მოსახლეობა, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს.

დაკავშირებული სტატიები
მედიცინა

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია COVID-19–ის პირობებში

1 Mins read
დღევანდელ რეალობაში უამრავი გამოწვევის წინაშე დავდექით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ არაერთი პრობლემა შეგვიქმნა, ამასთანავე ბევრი  თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, რომლის გამოყენებაც პროდუქტიულად უნდა…
მედიცინა

ებოლას ახალი შემთხვევები გვინეასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა

1 Mins read
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ბუტემბოში ებოლას ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას Forbes ავრცელებს. ქალაქ ბუტემბოში 350 000-ზე მეტი მოსახლეა. ამ ქალაქში,…
მედიცინა

მეცნიერები, COVID-19-ის წინააღმდეგ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ

1 Mins read
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკლევრებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც კორონავირუსის მუტაციის საფრთხეს შეამცირებს და ვაქცინის შემუშავების პროცესს დააჩქარებს. კვლევის შედეგები 5 თებერვალს, Nature…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.