2025 წელს, ბირთვულ ძრავზე მომუშავე პირველ გემს ვიხილავთ

ზუსტად ოთხ წელიწადში, წყალში ჩაეშვება უნიკალური გემი, რომლის ბორტზე დიდ სფეროს დაინახავთ. გემის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ძრავი ბირთვულ საწვავზე იმუშავებს. გემი, სახელად Earth 300 ერთგვარი მცურავი ლაბორატორია იქნება, რომელზეც მეცნიერები, სილიკონის ველის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ოკეანეში კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ.

სუპერგემის პროექტი დიზაინერულმა საერთაშორისო სტუდია Iddes Yachts-მა წარმოადგინა. გემის სიგრძე 300 მეტრს შეადგენს, რაც ცნობილი ტიტანიკის სიგრძეს 31 მეტრით აჭარბებს.

Earth 300, научное судно, исследовательское судно, ядерный реактор

Earth 300-ის ბორტზე 22 ლაბორატორიის განთავსება იგეგმება, რომლებიც აღჭურვილი იქნება უახლესი დანადგარებით, მათ შორის, რობოტექნიკით. გემზე ერთდროულად იქნება 160 მეცნიერი, 20 რეზიდენტი, 20 სტუდენტი, 40 VIP-სტუმარი და ეკიპაჟის 165 წევრი. გემის ყველაზე საინტერესო ნაწილს კი მისი სფეროსებრი კონსტრუქცია წარმოადგენს. ამ სფეროში ლაბორატორიების განთავსდება იგეგმება. მეცნიერების განკარგულებაში წყალქვეშა ნავებიც იქნება, რაც მათ ღრმაწყლოვანი ექსპედიციების ჩატარებაში დაეხმარება.

Earth 300, научное судно, исследовательское судно, ядерный реактор

სფეროსებრი კონსტრუქციის გარდა, გემზე განთავსდება ხედვის წერტილი, საიდანაც მკვლევრები, შესვენების დროს სიმაღლიდან გაშლილი ხედებით დატკბებიან. გემის წინა მხარეს ვერტმფრენის დასაშვები მოედანი მოეწყობა.

Earth 300, научное судно, исследовательское судно, ядерный реактор

სუპერგემი კრუზისის, საექსპედიციო გემისა და კომფორტული ლაინერის ფუნქციებს შეითავსებს. Earth 300 აღჭურვილი იქნება მდნარი მარილის რეაქტორით, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი არ დააბინძურებს გარემოს.

Earth 300, научное судно, исследовательское судно, ядерный реактор

მდნარი მარილის რეაქტორი (MSR) — ეს არის რეაქტორი, რომელიც ერთდროულად საწვავის და გაგრილების სითხის სახით თორიუმს იყენებს. თორიუმი წარმოადგენს სუსტი რადიაციის მქონე ქიმიურ ელემენტს, რომლის უდიდესი მარაგები ინდოეთის ტერიტორიაზეა. გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ სანაოსნო ინდუსტრიაში გამონაბოლქვის 50%-ით შემცირება 2008 წლიდან 2050 წლამდე პერიოდში მოითხოვა. ამ მოცემულობით, მდნარი მარილის რეაქტორი (MSR) შესაძლოა იქცეს ტექნოლოგიად, რომელიც “მეორე ატომურ ერას დაუდებს სათავეს, როცა კლიმატის ცვლილება უფრო ეფექტიანი, უსაფრთხო და დაბალფასიანი ენერგეტიკული გადაწყვეტების გამოჩენას შეუწყობს ხელს”, — აცხადებს კომპანია Core Power, რომელიც ბილ გეიტსთან ერთად ახალი თაობის ბირთვული ძრავების შექმნაზე მუშაობს.

წყარო: Daily Mail

წინა სტატია

Clubhouse მონეტიზაციას ამატებს

შემდეგი სტატია

Google Earth-ში კლიმატის ცვლილების შედეგების 3D დემონსტრაცია დაამატეს

შეთავაზებული სტატიები

Xiaomi-მ საკუთარი წარმოების “კიბერძაღლი” შექმნა

2021 წლის 10 აგვისტოს, კომპანია Xiaomi-მ საკუთარი რობოტი ძაღლი – CyberDog-ი წარმოადგინა. წარმოების საწყის ეტაპზე კომპანია 1000 მოდელს…
გაიგე მეტი

Google აპლიკაციების APK ფორმატს ცვლის — Android App Bundle

Google-ის დეველოპერების განცხადებით, 2021 წლის აგვისტოდან, ყველა ახალი აპლიკაცია, რომელიც Google Play Store-ში აიტვირთება, ტრადიციული APK-ს ნაცვლად, ახალ…
გაიგე მეტი

ვირტუალური კომპიუტერების ფასი ცნობილია — Windows 365

კორპორაცია მაიკროსოფტმა, ვირტუალური კომპიუტერების ახალი პლატფორმა, Windows 365 საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა. ახალი პლატფორმა წარმოადგენს ე.წ ღრუბლოვანი კომპიუტერების სერვისს,…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
40
გაზიარება