2030 წლისთვის, კიბერუსაფრთხოებას მეტწილად ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს — კვლევა

კიბერუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე კომპანია Trend Micro-ს ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტს ამ მიმართულებით მომავალში დიდი გამოყენება ექნება.

მაშ ასე, ექსპერტების ვარაურიდთ, რომლებიც კიბერუსაფრთხოების ტრენდებს იკვლევდნენ, აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ მოთხოვნადი ტექნლოგია იქნება. ZDnet-ის აზრით, 9-10 წელიწადში AI თითქმის სრულიად ჩაანაცვლებს ადამიანურ რესურსს კიბერუსაფრთხოებაში.

კვლევის ფარგლებში სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების 500-მდე IT ხელმძღვანელი გამოიკითხა. რესპოდენტთა 9% მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი IT დეპარტამენტისა და კიბერუსაფრთხოების თანამშრომლების შემცირებას გამოიწვევს.

32% თანხმდება, რომ ხელოვნურ ინტელექტს ქსელში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ავტომატიზირება შეუძლია.

19% ფიქრობს, რომ 2025 წლისთვის ბოროტმოქმედები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ხელოვნურ ინტელექტს კიბერშეტევის განსახორციელებლად და ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა.

IT ხელმძღვანელების 24% კი დარწმუნებულია, რომ 2030 წლამდე მონაცემებთან წვდომა მიბმული იქნება სხვადასხვა ბიომეტრიულ ან დნმ-ის მონაცემებზე, რაც არასანქცირებული წვდომის რისკს თითქმის 0-მდე დაიყვანს.

გარდა ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ორგანიზაციების უმეტესობა უძრავ ქონებაში ინვესტიციებს შეამცირებს, რადგან დისტანციური სამუშაო რეჟიმი ახალ ნორმად დამკვიდრდება. ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 22% ეთანხმება.

Total
0
Shares
Previous Post

სავაჭრო ომი გრძელდება — ტრამპის სანქციები, ამჯერად Xiaomi-საც შეეხო

Next Post

გუგლი, Chromium-ის ძრავზე მომუშავე სხვა ბრაუზერებს საკუთარ სერვისებს უთიშავს

Related Posts
Getty Images

ფეისბუქისა და ეფლის დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესმა სოციალურმა ქსელმა The Wall Street Journal-ში, The New York Times-ში და The…
გაიგე მეტი

ცნობილია შესაძლო ლოკაცია, საიდანაც ქართულ ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

დღეს დილიდან საქართველოს სამთავრობო, საპრეზიდენტო თუ საინფორმაციო/სამომხმარებლო საიტებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერმა (ან ჰაკერების ჯგუფმა) დიფეისის სახით საიტებზე…
გაიგე მეტი

გამოვიყენოთ თუ არა WhatsApp — ახალი კონფიდენციალობის პოლიტიკის რისკები

ვინც დღემდე იყენებს WhatsApp-ს, შესაძლოა ამ დღეებში, აპლიკაციაში შესვლისას გადააწყდებოდა შეტყობინებას, რომელიც მომხმარებელს ახალი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ აფრთხილებს.…
გაიგე მეტი
Total
0
Share