33 წლის განმავლობაში პირველად გამოფენა MWC ჩაიშალა

თანამედროვე ტექნოლოგიების უმსხვილესი გამოფენა MWC 2020 ჩაიშალა. ორგანიზატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღეს, რაც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა  ღონისძიების ფარგლებში საკუთარი პრეზენტაციები მასობრივად გააუქმეს.

MWC-ს 33 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ღონისძიების გაუქმება ცხადყოფს ახალი ვირუსის გავლენას თანამედროვე ბიზნესზე, რომელიც დღეს დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.

გამოფენის ორგანიზატორი, მობილური ოპერატორების გაერთიანება GSMA Limited-ი ღონისძიების ჩატარების გეგმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 14 თებერვალს აანონსებდა, თუმცა უკვე 12 თებერვალს GSMA-ს გენერალურმა დირექტორმა  MWC 2020-ის გაუქმება ოფიციალურად დაადასტურა.

გამოფენა 24-27 თებერვლის ჩათვლით უნდა გამართულიყო და მას, როგორც წესი 100 000-მდე ადამიანი უნდა დასწრებოდა. MWC შესანიშნავი შესაძლებლობაა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის წარმოადგინონ საკუთარი ახალი მობილური მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა ფართო აუდიტორიისთვის. გამოფენა ახალი საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმების შესანიშნავი საშუალებაცაა.

ბოლო დღეების განმავლობაში GSMA-მა ღონისძიების ჩატარების ადგილზე სანიტარული ნორმები გაამკაცრა, დაამონტაჟა სხეულის ტემპერატურის სკანერები და შეიმუშავა მიკროფონების ხშირი ჩანაცვლების პროტოკოლი.

სამწუხაროდ მიღებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია ასეთი სახის მასობრივ ღონისძიებაზე ყველა რისკის თავიდან აცილება.

წელს MWC-ზე მოსალოდნელი იყო მე-5 თაობის მობილური სერვისების პრეზენტაცია, რომელთა მხარდაჭერის მქონე სმარტფონების დებიუტი 2019 წელს შედგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

წინა სტატია

Vendoo.ge-ზე ინფორმაციული უსაფრთხოების ხარვეზი გამოვლინდა

შემდეგი სტატია

დროა თქვენი ბიზნესი ღრუბლებში გადაიტანოთ

შეთავაზებული სტატიები

Surface Laptop Studio – მაიკროსოფტმა ახალი თაობის ლეპტოპი წარადგინა

22 სექტემბერს, მაიკროსოფტმა Surface ხაზის ახალი მოწყობილობები წარადგინა. Surface Laptop Studio სარფეის ოჯახის ახალი სახეა, რომელსაც ტაბლეტად გადაქცევა…
გაიგე მეტი

Apple-მა ახალი iMac M1 ჩიპით და ნათელი ფერებით წარადგინა

Apple–მა 20 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე განახლებული დიზაინის iMac Apple Silicon ჩიპით და კორპუსის ნათელი ფერებით წარადგინა, რომელიც ძველი,…
გაიგე მეტი

Google I/O დაბრუნდა

პანდემიის გამო, Google I/O 2021 ვირტუალურად ჩატარდება, რაც არაფერს ნამდვილად სჯობს, ვინაიდან კომპანიამ შარშან სრულად გააუქმა ღონისძიება. ტრადიციულად,…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
0
გაზიარება