2020-ში AMD 7 ნმ-იან მობილურ პროცესორებს გამოუშვებს

WCCF-ის ინფორმაციით CES 2020-ზე კომოპანია AMD მობილური Ryzen სერიის 7 ნმ-იანი და Zen 2 არქიტექტურის მქონე ახალი თაობის პროცესორებს წარმოადგენს. ახალი მობილური პროცესორების გამოჩენა კი გეიმერული ლეპტოპების ფასს შთამბეჭდავ $ 699-მდე დაიყვანს. ამ ფასად მომხმარებელები 6 ბირთვიან Ryzen 5-ზე და დისკრეტულ გრაფიკაზე ( დიდი ალბათობით RX 5300M /RX 5500M-ზე ) მომუშავე გეიმერულ ლეპტოპს მიიღებენ. აღნიშნული კონფიგურაცია კონკურენციას Intel Core i5-8265U და GTX 1050-ზე მომუშავე ლეპტოპებს გაუწევს.

7 ნმ-იანი პროცესორებისა და გრაფიკის გამოყენება მაღალ წარმადობასთან ერთად შთამბეჭდავ ავტონომიური მუშაობის დროს უზრუნველყოფს. ქსელში გავრცელებული ინფორმაციით AMD-ს ახალ პროცესორზე მომუშავე გეიმერული ლეპტოპები ერთი დამუხტვით  საშუალო დატვირთისას 12 საათამდე ძლებენ.

ინდუსტრიისთვის, რომელიც 4 და 6 ბირთვიან პროცესორებზე გაიჭედა, ეს საკმაოდ კარგი სიახლეა.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

დიდი გადაბარგება: სად გარბიან ელექტრონიკის მწარმოებლები ჩინეთიდან და როგორ აისახება ეს ჩვენზე

Next Post

ბრაუზერი Safari სავარაუდოდ თქვენს პირად მონაცემებს ჩინურ კომპანია Tencent-ში აგზავნის

Related Posts

ილონ მასკი ტვინის ჩიპის გამოშვებას წლის ბოლომდე გეგმავს

Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა საკუთარი კიდევ ერთი კომპანიის, Neuralink-ის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მასკის თქმით, მისი სტარტაპი Neuralink წელს…
გაიგე მეტი

Samsung-ის სმარტფონებისთვის Your Phone-ს კიდევ ერთი ექსკლუზიური ფუნქცია დაემატა

კომპანია Microsoft-ი Windows 10-ის სისტემური აპლიკაციის, Your Phone-ის განვითარებას საკმაოდ დიდ დროს უთმობს. აპლიკაცია Your Phone აკავშირებს Android…
გაიგე მეტი

ინდონეზიის პრეზიდენტი საჯარო მოხელეების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა

ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვიდოდომ სახელმწიფო სამსახურებში თანამშრომლების ნაწილის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების განკარგულება გასცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი სახით…
გაიგე მეტი
Total
0
Share