fbpx
აპლიკაციები

Android-ის Chrome-ში ნივთების ფასებზე დაკვირვების ფუნქცია დაემატა

1 Mins read

Android-ის ოპერაციულ სისტემაზე გამოსულ Chrome 90-ში სასურველ ნივთების ფასზე დაკვირვების ფუნქცია გამოჩნდა, რომელიც დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ ნებისმიერ ცვლილებას. თუმცა, როგორც ჩანს, ის ჯერ ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა.

ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, ქრომი გახსნილ ჩანართებში დააკვირდება ფასების ცვლილებას და შეგატყობინებთ, თუკი რომელიმე თქვენთვის საინტერესო ნივთზე ფასი შემცირდება. დისკომფორტს ქმნის ის ფაქტი, რომ ფასის ცვლილებაზე დაკვირვებისთვის, ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდის ჩანართი მუდმივად გახსნილი ან ჩაკეცილი უნდა იყოს.

ახალი ფუნქცუა, ბრაუზერის პარამეტრებში ხელმისაწვდომია სახელწოდებით Track prices. თუ ბრაუზერი უკვე განაახლეთ 90-ე ვერსიამდე და ფუნქცია პარამეტრებში არ ჩანს, მისი გააქტიურება ხელით შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა მისამართის ველში აკრიფოთ:

chrome://flags/#enable-tab-grid-layout

გახსნილ ფანჯარაში კი აირჩიოთ პარამეტრი Enabled Price notifications. გადატვირთეთ ბრაუზერი და ადევნეთ თვალი თქვენთვის სასურველი პროდუქტების ფასების ცვლილებას რეალურ დროში.

დაკავშირებული სტატიები
აპლიკაციები

Clubhouse მონეტიზაციას ამატებს

1 Mins read
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Clubhouse, კონტენტის მონეტიზაციის მიზნით პლატფორმაზე Payments ფუნქციას ამატებს. საწყის ეტაპზე, ფუნქცია სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ…
აპლიკაციებიკიბერუსაფრთხოება

Clubhouse–ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა ქსელში გაჟონა

1 Mins read
როგორც ჩანს, სოციალური ქსელის პლატფორმების წლის ყველაზე ცუდ კვირას, მონაცემთა გაჟონვის თვალსაზრისით, ქლაბჰაუსიც შეუერთდა. Facebook-სა და LinkedIn-ის მილიარდზე მეტი პროფილიდან მოპარული, პირადი…
აპლიკაციები

Google Meet-ის ულიმიტო გამოყენების შესაძლებლობა 30 ივნისამდე გახანგრძლივდა

1 Mins read
გასული წლის გაზაფხულზე, როცა COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ძალებს იკრებდა, გუგლმა საკუთარი ვიდეოზარების სერვისის, Google Meet-ის ფასიანი შესაძლებლობები ყველა მომხმარებლისთვის სრულიად უფასო გახადა….
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.