აშშ-ს მთავრობამ Apple-ის, Amazon-ის, Facebook-ის და Alphabet-ის ხელმძღვანელების პირად მიმოწერასთან წვდომა მოითხოვა

აშშ-ს კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა ოთხი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის— Amazon, Facebook, Apple და Alphabet-ის (Google)  წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას აწარმოებს.

რა ხდება?

კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეროლდ ნადლერის  თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტექნოლოგიური კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა ონლაინ-კომერციის და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მონოპოლია დაამყარეს. ვითარებაში გასარკვევად კონგრესმა Amazon, Facebook, Apple და Alphabet-ისგან კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

კერძოდ, საუბარია კონკურენციის პრაქტიკებსა და მნიშვნელოვან საქმიან გადაწყვეტილებებზე. კომიტეტში ამასთან ერთად ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების ელექტრონულ ფოსტაში არსებული პირადი მიმოწერებითაც დაინტერესდნენ.  იურიდიული კომიტეტი ჯეფ ბეზოსის (Amazon), ტიმ კუკის (Apple), მარკ ზაქერბერგის (Facebook) და Alphabet-ის ძირითადი ფიგურების — ლარი პეიჯის, სერგეი ბრინისა და ერიკ შმიდტის მიმოწერის არქივზე სრულ წვდომას ითხოვს.

მთავრობა ასევე Facebook-ის შენაძენებით, მათ შორის Instagram, WhatsApp და ვებ-ანალიტიკის კომპანია Onavo-თი, Amazon-ის ალგორითმებითა და Google-ის სარეკლამო საქმიანობით დაინტერესდა. რაც შეეხება Apple-ს, კომიტეტის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია App Store-ში უპირატესობას საკუთარ აპლიკაციებს ანიჭებს, რაც ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ყველა მოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტი და ხელმძღვანელების ელ.მიმოწერის არქივი კომიტეტს 14 ოქტომბრამდე უნდა მიაწოდონ.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა Windows 10-ის სექტემბრის განახლებაში ხმის პრობლემის არსებობა დაადასტურა

Next Post

Microsoft-მა საკეცი მოწყობილობებისთვის სითხით სავსე სახსარი დააპატენტა

Related Posts

Vendoo.ge-ზე ინფორმაციული უსაფრთხოების ხარვეზი გამოვლინდა

26 იანვარს რუსულმა კომპანია SmartLine Inc-მა Telegram-ის საკუთარ არხზე Vendoo.ge-ს უსაფრთხოების ხარვეზთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც შეტყობინებიდან ირკვევა,…
გაიგე მეტი

Huawei-მ საკუთარ სმარტფონებზე შესაძლოა Google-ის სერვისები დააბრუნოს

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა უკვე მერამდენედ, მაგრამ მაინც გადაწყვიტა Huawei-ს მიმართ დაწესებული სანქციების შერბილება . ამისდა მიუხედავად საბოლოო…
გაიგე მეტი

მაიკროსოფტი Windows 10 X-ში Modern Standby რეჟიმს ამატებს — რას ნიშნავს ეს

ლეპტოპების უმეტესობას ძილის რეჟიმიდან გამოსასვლელად რამდენიმე წამი სჭირდება. ამასთან ერთად, ძილის რეჟიმში ლეპტოპი არ ტვირთავს ახალ ელექტრონულ წერილებს,…
გაიგე მეტი
Total
0
Share