Apple „რუსული ყირიმის“ საკითხს გადახედავს

კომპანია Apple-ი ყირიმთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ სადავო ტერიტორიების აღნიშვნის პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ გადავხედავთ იმ პრინციპებს, რითაც ვხელმძღვანელობთ სადავო საზღვრების დადგენისას კომპანიის სერვისებში და შესაძლოა მომავალში გარკვეულ ცვლილებებსაც შევიტანთ“ — Apple-ის პრესმდივანი, ტრუდი მიულერი.

Apple გეოგრაფიული აღნიშვნისას საერთაშორისო სამართლითა და იმ ქვეყნის ხელისუფლების კანონმდებლობით ხელმძღვანელობს, რომელშიც წარმოდგენილია კომპანიის პროდუქტები.

შეგახსენებთ, რომ Apple-მა რამდენიმე დღის წინ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის რუსეთის ტერიტორიის ნაწილად გამოაცხადა, რასაც რუსეთის ფედერაციის ახალი კანონი მოითხოვდა.

 

 

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

რატომ ასრულებს Apple-ი კრემლის მოთხოვნებს და რას ნიშნავს ეს IT ინდუსტრიისთვის

Next Post

ინდონეზიის პრეზიდენტი საჯარო მოხელეების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა

Related Posts

აშშ-ის მთავრობა Huawei-სთან თანამშრომლობაზე აკრძალვის მოხსნისთვის ემზადება

აშშ-ის მთავრობა უახლოეს მომავალში ამერიკულ კომპანიებს  Huawei-სთან თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. რას ნიშნავს ეს? შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ…
გაიგე მეტი

AirPods Max— Apple-ის ახალი ყურსასმენები iPhone-ზე ძვირი ეღირება

მათი ღირებულება $549-ს შეადგენს. Bose, Sony, JBL და სხვა მწარმოებლების საპასუხოდ ეფლმა ხმაურის ჩამხშობი ფუნქციის მქონე ყურსასმენები წარმოადგინა.…
გაიგე მეტი
Total
0
Share