Apple საკუთარ ვირტუალური რეალობის (VR) ჩაფხუტს გამოუშვებს

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, ეფლი საკუთარ VR ჩაფხუტზე მუშაობს, რომელიც კომპანიის პროდუქტების სრულიად ახალ ხაზს დაუდებს სათავეს.

“Apple Inc.-ის პირველი VR ჩაფხუტი, გაფართოებული რეალობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ნიშური წინამორბედი იქნება”, — აღნიშნულია Bloomberg-ის სტატიაში.

გამოცემის ინფორმაციით, Apple VR, შესაძლოა 2022 წელს გამოვიდეს. ასეთი სახით ეფლი პირდაპირ კონკურენციას გაუწევს ისეთ ჩაფხუტებს, როგორებიცაა Oculus, PlayStation VR და სხვები.

“კომპანია მაღალი კლასის, ნიშურ პროდუქტზე მუშაობს, რომელიც დეველოპერებსა და მომხმარებლებს, საბოლოოდ უფრო მასშტაბური AR (გაფართოებული რეალობის) ჩაფხუტის გამოსვლისთვის მოამზადებს”, — წერია Bloomberg-ის სტატიაში.

არაა გამორიცხული, რომ ეფლის ახალი VR ჩაფხუტი Mac Pro-სთან ერთი ფასის კატეგორიაში გავიდეს და რამდენიმე ათასი აშშ დოლარი ღირდეს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი ჩაფხუტის შედარებით მაღალი ფასი განპირობებულია იმით, რომ კომპანია მასში საკუთარი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს, როგორებიცაა ყველაზე მაღალი გაფართოების დისპლეი VR მოწყობილობებში, ხოლო მასში გამოყენებული ჩიპსეტი, ზოგი მაჩვენებლით Apple M1 Mac პროცესორსაც კი უსწრებს.

გარდა ამისა, ინსაიდერების ინფორმაციით, ეფლმა ჩაფხუტში გაგრილების კომპლექსური სისტემა დაამატა.

კომპანიის შიდა დოკუმენტაციაში ახალი VR ჩაფხუტის კოდური სახელია N301, ხოლო AR ჩაფხუტი ცნობილია სახელით N421. ორივე მათგანი ადრეული პროტოტიპირების ეტაპზეა და საბოლოოდ პროდუქტის აღწერა ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია.

Total
0
Shares
Previous Post

ფიშინგ მეილების გამოვლენის ქართული სისტემა — ჰიპერიონი

Next Post

Huawei, სმარტფონების ბიზნესის გაყიდვას განიხილავს

Related Posts

Microsoft, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი რეალობის სათვალეებს გადასცემს

ტექნოლოგიურმა კორპორაცია მაიკროსოფტმა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების, HoloLens 2-ის ტენდერში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას…
გაიგე მეტი

Nvidia ახალ GTX 1660 Super-ს და GTX 1650-ს ამზადებს

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2019 წელს RTX-ის გარეშე ვიდეობარათის შეძენა ყველაზე დიდი უგუნურებაა. ამისდა მიუხედავად ვიდეობარათების უმსხვილესი მწარმოებელი…
გაიგე მეტი

ადამიანის ოფლი, როგორც ენერგიის წყარო — ახალი კვლევის შედეგები

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ტარებადი ელექტრონული მოწყობილობებისთვის ენერგიის ერთ-ერთ წყაროდ ოფლის გამოყენება სცადეს. მათ შექმნეს სპეციალური გაჯეტი და…
გაიგე მეტი
Total
0
Share